შარლ მიშელი: „ვფიქრობ, 2030 წლისთვის გაფართოებისთვის ორივე მხარე მზად უნდა ვიყოთ“ 
აგვისტო 30, 2023

შარლ მიშელი: „ვფიქრობ, 2030 წლისთვის გაფართოებისთვის ორივე მხარე მზად უნდა ვიყოთ“ 


28 აგვისტოს სლოვენიაში ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე გამოსვლისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა 2030 წლისთვის გაფართოების „მკაფიო მიზანი“ უნდა დასახოს. 

„ვფიქრობ, 2030 წლისთვის გაფართოებისთვის ორივე მხარე მზად უნდა ვიყოთ. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის მომდევნო გრძელვადიან ბიუჯეტში საჭირო იქნება ჩვენი საერთო მიზნების შეტანა. ეს არის ამბიციური, მაგრამ აუცილებელი მიზანი, რაც საკითხისადმი ჩვენს სერიოზულ დამოკიდებულებას ასახავს“, — განაცხადა შარლ მიშელმა. 

პრეზიდენტ მიშელის თანახმად, ეს რეფორმების გატარებას დააჩქარებს და ინვესტიციებს შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, გაუმჯობესდება ურთიერთგაგება ევროკავშირსა და მის მომავალ წევრ სახელმწიფოებს შორის.

„შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა. და ჩვენ შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. ამიტომ ევროკავშირის ლიდერები გაფართოებას ევროპული საბჭოს მომავალ შეხვედრებზეც განიხილავენ. ჩვენ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხზე მტკიცე პოზიციას დავიკავებთ. გარდა ამისა, მე მოველი, რომ დღის წესრიგში ბოსნია და ჰერცეგოვინისა და საქართველოს საკითხებიც დაბრუნდება“, — აღნიშნა შარლ მიშელმა.

თუმცა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ წევრობა არის და იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. „ეს ნიშნავს სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. და ბრძოლას კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან. ეს ასევე ნიშნავს ეკონომიკურ მზადყოფნას, კერძოდ, ევროკავშირის ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის (EU acquis) მიღებას. და ჩვენ მხარეს დგომას საგარეო პოლიტიკაში — რაც დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, — დაურთო პრეზიდენტმა მიშელმა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,