საზღვრების დაძლევა მუსიკის საშუალებით: საქართველოს კონსერვატორიაში ციფრული ინოვაცია დაინერგა
ივნისი 5, 2025

საზღვრების დაძლევა მუსიკის საშუალებით: საქართველოს კონსერვატორიაში ციფრული ინოვაცია დაინერგა


2 ივნისს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ საქართველოში ციფრული ინოვაციის და კულტურის დარგში თანამშრომლობის ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებაზე დროის რეალურ რეჟიმში შეიკრიბნენ შემსრულებლები თბილისიდან, ჰელსინკიდან და ტრიესტიდან  აუდიო-ვიზუალური კონცერტ-პრეზენტაციის LoLa (Low Latency) ჩასატარებლად იმის დემონსტრირებისთვის, თუ როგორც შეუძლია ქსელურ ტექნოლოგიებს რევოლუციის მოხდენა ხელოვნების სფეროს საერთაშორისო თანამშრომლობაში.

LoLa უზრუნველყოფს ულტრა-დაბალი დაყოვნების აუდიო და ვიდეო გადაცემას, რაც აძლევს მუსიკოსებს მთელი მსოფლიოდან ერთობლივად შესრულების საშუალებას დაყოვნების გარეშე. კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის ოფისის ხელმძღვანელი ნინო ბაქრაძე ამბობს: „ღონისძიებამ გვიჩვენა, რომ ტექნოლოგიებს შეუძლია შექმნას ახალი შესაძლებლობები საერთაშორისო თანამშრომლობისა და მხატვრული გაცვლებისთვის საზღვრებს გარეშე“.

შედგა ერთობლივი პრეზენტაცია კონსერვატორიის და GRENA-ს (საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია) თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის EaPConnect მხარდაჭერით. პროექტის EaPConnect მიზანია ციფრული განსხვავებების დაძლევა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჩართვა ევროპის სამეცნიერო კვლევის და განათლების სივრცეში. გარდა ამისა, ორგანიზაციის GÉANT პანევროპულ მონაცემთა ქსელმა უზრუნველყო მაღალსიჩქარიანი კავშირი, რის შედეგად  მაღალი ხარისხის აუდიო-ვიზუალური წარმოდგენა ყველა მონაწილემ იხილა.

კონცერტმა ასევე მოახდინა იმის სიმბოლური  დემონსტრირება, რომ  საგანმანათლებლო ქსელებს შეუძლია იმოქმედოს, როგორც ხელშემწყობმა ფაქტორმა და საერთაშორისო სცენა შესთავაზოს ყველა ქვეყნის ხელოვანს და სტუდენტს. ამან გამოავლინა ტექნოლოგიების, კერძოდ, LoLa-ს პოტენციალი და ასევე ის, თუ როგორ შეუძლია ტექნოლოგიებს არა მარტო მუსიკალური განათლების, არამედ ასევე ზოგადად საშემსრულებლო ხელოვნების სფეროს გარდაქმნა.

ეს ღონისძიება წარმოადგენს პრეცედენტს თბილისის კონსერვატორიისთვის ტექნოლოგიების სახელოვნებო პროგრამებში ინტეგრაციის კუთხით, და მისი მიზანია მომავალში კიდევ უფრო მეტ კონცერტს, მასტერკლასს და ვორქშოფს უმასპინძლოს.  

დამატებით ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,