სალომე ზურაბიშვილი ყვარლის ევროკლუბის 4 წლის საიუბილეო ღონისძიებას ეწვია 
ნოემბერი 30, 2023

სალომე ზურაბიშვილი ყვარლის ევროკლუბის 4 წლის საიუბილეო ღონისძიებას ეწვია 


2023 წლის 28 ნოემბერს ყვარლის ევროკლუბმა დაარსებიდან 4 წლის იუბილე ოფიციალური ღონისძიებითა და სხვა ინტერაქციული აქტივობებით აღნიშნა. 

ღონისძიება ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (YEAs) ინიციატივის საჯარო აქტივობების, „მეტი ევროკავშირი საქართველოში“, კონტექსტში დაიგეგმა. საიუბილეო აქტივობები რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამის — „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს“ (EU NEIGHBOURS east), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. 

ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი, ნიკოლას სენდროვიჩი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში, ანნა ჩერნიშოვა, ავსტრიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, უკრაინის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ესტონეთის ელჩები და საფრანგეთის, პოლონეთის, დანიის, ნორვეგიისა და NATO-ს წარმომადგენლები. 

ყვარლის ევროკლუბი ახალგაზრდა ევროპელი ელჩის, ნიკა გურინის მიერ 2019 წლის ნოემბერში, ევროკომისიისა და DG NEAR-ის მხარდაჭერითა და „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს“ მეშვეობით დაარსდა. ამ დღიდან მოყოლებული, ოთხი წლის განმავლობაში ევროკლუბის მიერ ორგანიზებული პროექტებითა და აქტივობებით 2,000-ზე მეტმა ახალგაზრდამ ისარგებლა. 

ევროკლუბის მთავარი მიზანია, შექმნას სივრცე, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ, იურთიერთონ, ისწავლონ და გაიგონ, რას ნიშნავს, იყო სამოქალაქო აქტივისტი. 

„ასეთი წამოწყება არის სწორედ ის, რაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება, რათა ჩვენი მიზანი — ილიას ევროპული გზა — იყოს მიღწეული. ამისთვის კი ყველას ჩართულობაა საჭირო“, — განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ყვარლის ევროკლუბში ვიზიტისას, —  მთავრობა, ლიდერები, მოდიან და მიდიან, მაგრამ რჩება საზოგადოება და საზოგადოება თუ თავის თავში დარწმუნებულია, თუ საზოგადოებამ იცის, რეალურად როგორი მომავალი უნდა, რა უნდა თავისი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის, მაშინ ის საზოგადოება მიაღწევს თავისას და ეს იწყება ყოველივე ქალაქში, სოფელში, თემში, იქიდან წამოწყებული ყველა ინიციატივა ყველაზე ძლიერია“. 

4 წლის იუბილეს აღსანიშნავად ყვარლის ევროკლუბმა გამართა სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის „ევროკლუბის სოფელი“, რომელზეც ადგილობრივ ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ, საზეიმოდ აღენიშნათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაცია და საქართველოსადმი ევროკავშირის მხარდაჭერა. ღონისძიებას 500-ზე მეტი ადგილობრივი ახალგაზრდა დაესწრო.

„ადამიანების ერთ სივრცეში შეკრება ყვარლის ევროკლუბის მთავარი მისიაა. ამ ღონისძიებით ადგილობრივ თემს მიეცა შესანიშნავი შესაძლებლობა, დარწმუნებულიყო, რომ შეუძლია, სახლში ევროპა ააშენოს“, — აღნიშნა ევროკლუბის დამფუძნებელმა, ნიკა გურინმა, — „საქართველოს პრეზიდენტთან და საქართველოში დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ევროპული მისწრაფებების, საზოგადოებაში ახალგაზრდების როლისა და თემისთვის სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობის განხილვა მართლაც ინსპირაციული იყო“.



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,