31 იანვარს ევროპის კავშირის საბჭომ ბერძენი დიპლომატი, დიმიტრიოს კარაბალისი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელად დანიშნა.
დიმიტრიოს კარაბალისს ამჟამად საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის, უკრაინის, მოლდოვის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში დირექტორის თანამდებობა უკავია. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად მისი მანდატი 2023 წლის 1 თებერვლიდან 14 დეკემბრამდე გაგრძელდება.
ამ თანამდებობაზე კარაბალისი პოლონელ დიპლომატს, ელჩ მარეკ შჩიგელს შეცვლის.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა. ის 2008 წელს, რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის შემდეგ დაარსდა, როცა გორში, მცხეთასა და ზუგდიდში ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან 200-ზე მეტი დამკვირვებელი გაიგზავნა.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,