საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კონკურსის, „მელიორა 2024-ის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ივლისი 4, 2024

საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კონკურსის, „მელიორა 2024-ის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ


2 ივლისს თბილისის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში“ გაიმართა „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი – მელიორა 2024-ის“ დაჯილდოების ცერემონია, რომლის ფარგლებშიც წლის საუკეთესო პროექტები და კომპანიები დასახელდნენ.

„მელიორა 2024-ის“ ცხრა კატეგორიიდან გამარჯვებულები შემდეგ შვიდ კატეგორიაში გამოვლინდნენ:

კატეგორია „მწვანე ინიციატივა“

  • გამარჯვებული მსხვილი კომპანია: თეგეტა ჰოლდინგი, პროექტი „მწვანე სტანდარტი“
  • გამარჯვებული მცირე და საშუალო კომპანია: პოლივიმი, პროექტი „მწვანე ინიციატივა“

კატეგორია „პასუხისმგებელი დამსაქმებელი“

  • გამარჯვებული მსხვილი კომპანია: ბაზისბანკი, პროექტი „პასუხისმგებელი დამსაქმებელი“

კატეგორია „საზოგადოების მხარდაჭერა“

  • გამარჯვებული მსხვილი კომპანია: ჰილტონ ბათუმი, პროექტი  „საზოგადოების მხარდაჭერა“
  • გამარჯვებული მცირე და საშუალო კომპანია: კლიპარტი, პროექტი „წიგნის კლუბი“

კატეგორია „სექტორთა პარტნიორობა – გაზიარებული პასუხისმგებლობა“

  • გამარჯვებული მსხვილი კომპანია: ზღაპარი, პარტნიორობა ასოციაციასთან, „ცხოვრების შანსი“, პროექტი „სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ახალგაზრდების პროფესიული მხარდაჭერა და გაძლიერება“

კატეგორია „გამჭვირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის საკითხებზე“

  • გამარჯვებული მსხვილი კომპანია: თიბისი ბანკი, პროექტი „მდგრადი განვითარების ანგარიში 2022“

კატეგორია „წლის CSR მენეჯერი“

  • გამარჯვებული: ნათია სირბილაძე, კომპანია „ექზაქტპრო”

კატეგორია „წლის პასუხისმგებელი მსხვილი კომპანია“

  • გამარჯვებული მსხვილი კომპანია: თიბისი ბანკი

„’მელიორას’ დაჯილდოება კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ  მუშაობს ევროკავშირი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ბიზნესასოციაციებთან, რათა დანერგოს პასუხისმგებლობა და მდგრადობა ქართული ბიზნესის ძირითად სტრატეგიებში“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა, – „ის აჩვენებს, რომ პასუხისმგებლობიან ბიზნესმიდგომებს მოაქვს გრძელვადიანი ფინანსური წარმატება და სოციალური სიკეთე“.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებული კონკურსი ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“, ფარგლებში ჩატარდა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,