საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სურსათის ბანკის პროექტი დაიწყო
მარტი 18, 2024

საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სურსათის ბანკის პროექტი დაიწყო


15 მარტს თბილისში  ოფიციალურად დაიწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, „მდგრადი სასურსათო სისტემის დანერგვა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“.

პროექტის გახსნის ღონისძიებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი უხელმძღვანელებს ინიციატივას, რომელიც მოწყვლად მოსახლეობას საკვებით ჭარბი სურსათის გადანაწილების გზით უზრუნველყოფს. პროექტი ასევე შეაფასებს „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ ახალი კანონის გავლენას. კანონის მიზანი სურსათის ნარჩენების, ფერმერთა სურსათის დანაკარგების და სათბური აირების გამოყოფის შემცირებაა. 

პროექტის კიდევ ერთი მიზანი ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გაძლიერებაა, რათა მათ შეძლონ მოწყვლადი მოსახლეობისთვის სურსათის მიწოდება, ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობა და სურსათის ნარჩენებისა და დანაკარგების შემცირების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიების ჩატარება.

ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი, „მდგრადი სასურსათო სისტემის დანერგვა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“, ხორციელდება საქართველოს წითელ ჯვართან (GRC), „პარკი არ მინდასა“ (PAM) და არასამთავრობო ორგანიზაცია Eliots Sustainability-ისთან თანამშრომლობით.

2023-2026 წლებში მოქმედი ინიციატივა სურსათის უსაფრთხოების, ნარჩენების მართვისა და კლიმატის ცვლილების შერბილების სფეროებში People in Need (PIN) ორგანიზაციისა და წითელი ჯვრის მოძრაობის გლობალურ გამოცდილებას ეყრდნობა.  

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 26, 2024

ჯოზეფ ბორელი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,