ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი დეკემბრის დასაწყისში სამეგრელოს რეგიონს ეწვია, რათა კიდევ ერთხელ დაედასტურებინა ევროკავშირის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოში ახალგაზრდების ჩართულობის, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების, კონფლიქტით დაზარალებული თემების, კულტურული მემკვიდრეობისა და სოფლის განვითარების მიმართ.
სამდღიანი რეგიონული ვიზიტის განმავლობაში ელჩი ადგილობრივ პარტნიორებს, ფოთისა და ზუგდიდის ახალგაზრდებს, ქალ მეწარმეებს და ფერმერებს შეხვდა, რომლებიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამებით სარგებლობენ.
„სამეგრელოში თითოეულმა შეხვედრამ ახალგაზრდებთან, ქალ მეწარმეებთან, ფერმერებთან და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ოჯახებთან კიდევ ერთხელ დამარწმუნა ქართველი ხალხის განსაკუთრებულ სულსა და გამძლეობაში“, — აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ. „თქვენი სწრაფვა მშვიდობიანი, განვითარებული, ევროპული საქართველოს შენებისკენ ძლიერი და გულწრფელია. ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას, რადგან გვჯერა თქვენი მომავლის, თქვენი პოტენციალის და თქვენი შეუპოვარი ხასიათის“.
1 დეკემბერს ელჩი ფოთში ახალგაზრდებს შეხვდა, ხოლო ზუგდიდში გახსნა „წიგნების თარო — ევროპის შესახებ“, სადაც სტუდენტებთან ცოცხალი და საინტერესო დისკუსია გამართა შესაძლებლობებისა და საქართველოს მომავალზე მათი ხედვის შესახებ.
2 დეკემბერს ვიზიტი მრავალფეროვანი და ადგილობრივ თემებზე ორიენტირებული შეხვედრებით გაგრძელდა ხელოვნების ცენტრში „სტუდია მოზაიკა“, სადაც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის EU4Dialogue ფარგლებში ახალგაზრდები საჯარო ხელოვნების საერთო მემკვიდრეობის აღდგენაზე მუშაობენ. დღის განმავლობაში ელჩი ასევე შეხვდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს და მეწარმე ქალებს, რომელთა მცირე ბიზნესები ევროკავშირის დახმარებით გაძლიერდა.
ელჩმა მოინახულა რუხის საკონსულტაციო ცენტრი (CHCA, შექმნილი პროგრამის EU4Dialogue ფარგლებში), რომელიც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან მდებარეობს და ფსიქოლოგიურ და იურიდიულ მხარდაჭერას სთავაზობს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება.
ვიზიტი სოფელ კახათში დასრულდა, სადაც ელჩი ჰერჩინსკი ევროკავშირის პროგრამის ENPARD IV ბენეფიციარებს შეხვდა. ვიზიტის დროს ხაზი გაესვა, თუ როგორ ეხმარება ევროკავშირი სოფლად ქალებს წარმოების მოდერნიზებაში, ახალი შესაძლებლობების შექმნასა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გაძლიერებაში.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,