საქართველოში ჭკვიანი სოფლების განვითარების მიზნით საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
ივნისი 25, 2021

საქართველოში ჭკვიანი სოფლების განვითარების მიზნით საგრანტო კონკურსი გამოცხადდა


ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) საქართველოშიჭკვიანი სოფლების“ განვითარების მიზნით გამოცხადებულ მეორე საგრანტო კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყეს

 კონკურსის მიზანი  საქართველოს სასოფლო დასახლებებში პანდემიით გამოწვეული კრიზისის საპასუხო ღონისძიებების მხარდაჭერაა. ის  ორიენტირებული იქნება ისეთ პრაქტიკულ ზომებსა და ინოვაციებზე, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნასა და შემოსავლების ზრდას ეკონომიკურად და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების ჩართვის გზით შეუწყობს ხელს.

 დაფინანსებისთვის შერჩეული პროექტები უნდა განხორციელდეს მინიმუმ ერთი სოფლის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემდეგი მუნიციპალიტეტებიდანქედა, ხულო, ბორჯომი, ახალქალაქი, თეთრიწყარო, ლაგოდეხი, დედოფლისწყარო და/ან ყაზბეგი.

განაცხადების შეტანა შეუძლიათ როგორც ლიდერის/თემის მიერ მართული ადგილობრივი განვითარების (CLLD) ინიციატივის მონაწილე ორგანიზაციებს (რომლებსაც უპირატესობა მიენიჭებათ), ასევეარაწევრ ორგანიზაციებსაც.

საკონკურსო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 10 ივლისი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,