საქართველოში ჩატარებულ კონფერენციაზე დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის ინკლუზიური გარემოს შექმნაზე იმსჯელეს 
მარტი 23, 2023

საქართველოში ჩატარებულ კონფერენციაზე დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის ინკლუზიური გარემოს შექმნაზე იმსჯელეს 


21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, საქართველოში კონფერენცია, „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“, ჩატარდა. 

ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის მიერ, ევროკავშირის (ინიციატივის, HumanRights4All, ფარგლებში), გაეროს განვითარების პროგრამის და ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით. 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებმა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობელთა ორგანიზაციებმა. 

მონაწილეებმა განიხილეს არსებული გამოწვევები და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის ინკლუზიური და თანასწორი გარემოს შექმნის შესაძლებლობები. 

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე უკვე 18 წელია, რაც 21 მარტს აღინიშნება. წელს მისი სლოგანია #StandWithUs. 

დამატებითი ინფორმაცია 

პრესრელიზი 



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,