საქართველოში შეიქმნა პირველი სამთავრობო ვებსაიტი, რომელზეც ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი შესაძლებლობები განთავსდება.
ვებსაიტი, „ახალგაზრდობის პლატფორმა“, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მხარდაჭერით მომზადდა.
ამ ონლაინსივრცეში ინფორმაცია შემდეგ კატეგორიებადაა გადანაწილებული: „მოხალისეობა“, „ახალგაზრდული საქმიანობა“, „საგანმანათლებლო“ და „სხვა“.
ვებსაიტზე ასევე თავმოყრილია ინფორმაცია ორგანიზაციებზე, რომლებიც ახალგაზრდულ სექტორში და საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან მუშაობენ.
ამას გარდა, ვებსაიტის ინტერაქტიურ რუკაზე განთავსებულია ყველა ის პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს შესაძლებლობებს სთავაზობს.
დამატებითი ინფორმაცია
სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,