საქართველო ნარკოდამოკიდებულების შესახებ ჩატარებულ ევროპულ ონლაინ გამოკითხვაში მიიღებს მონაწილეობას
მარტი 26, 2021

საქართველო ნარკოდამოკიდებულების შესახებ ჩატარებულ ევროპულ ონლაინ გამოკითხვაში მიიღებს მონაწილეობას


ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი? რამდენს მოიხმართ? რა სიხშირით? — ეს იმ კითხვების ნაწილია, რომლებსაც ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ევროპული ცენტრი (EMCDDA) 18 მარტს დაწყებულ ონლაინ გამოკითხვაში სვამს. 

ნებაყოფლობითი, ანონიმური გამოკითხვა 31 ქვეყანაში 28 ენაზე ტარდება. საქართველო გამოკითხვაში მონაწილეობას პროექტის, EU4Monitoring Drugs საშუალებით პირველად მიიღებს. 

გამოკითხვის სამიზნე აუდიტორია 18 წელს გადაცილებული ნარკომომხმარებლები არიან. კვლევა ექსპერტებს იმის გააზრებაში დაეხმარება, თუ რა სიხშირითა და რომელ ნარკოტიკებს მოიხმარენ ევროპაში. ეს კი, თავის მხრივ, ანტინარკოტიკული პოლიტიკის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. 

როგორც წინა წლებში, ახლაც კვლევას ეროვნულ დონეზე მხარს საინფორმაციო ქსელის, Reitox-ის ეროვნული სააგენტოები და მათი პარტნიორები დაუჭერენ. გარდა ამისა, ჩატარდება მიზნობრივი სარეკლამო კამპანია სოციალურ მედიაში.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამწლიანი პროექტი, EU4Monitoring Drugs,  ნარკოტიკების და ნარკომანიის მონიტორინგის ევროპულმა ცენტრმა 2019 წლის იანვარში დაიწყო. პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ეხმარება, ეფექტიანად განსაზღვრონ ნარკოტიკებთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის პრობლემები და მათზე დროულად ირეაგირონ.

დამატებით ინფორმაცია: 

პრესრელიზი

ევროპული ონლაინ კვლევა ნარკოტიკების შესახებ

პროექტის, EU4Monitoring Drugs ვებგვერდი

 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,