„საქართველო მწვანე მომავლისკენ“: შეუერთდით ევროკავშირის ციფრულ გამოწვევას, „აირჩიე გონივრულად“
მარტი 26, 2026

„საქართველო მწვანე მომავლისკენ“: შეუერთდით ევროკავშირის ციფრულ გამოწვევას, „აირჩიე გონივრულად“


ევროკავშირის ინიციატივამ, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, ციფრული გამოწვევა, „აირჩიე გონივრულად“, დაიწყო.

გამოწვევაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადაიღონ ფოტო ან ვიდეო, გააზიარონ თავიანთი „მწვანე არჩევანი“, მოიწვიონ მეგობრები და მონიშნონ ევროკავშირის სოციალური მედიის გვერდები. 

ამ კვირის თემაა „იყიდე გონივრულად“. 

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მოსახლეობას მოუწოდებს, გააკეთოს ცირკულარულობის ხელშემწყობი არჩევანი ყოველდღიურ ცხოვრებაში: წინასწარ დაგეგმოს საყიდლების სია, მოერიდოს ერთჯერადი გამოყენების ნივთებს, აირჩიოს ხარისხიანი, გამძლე პროდუქტი და ნივთის შეძენის წინ ყოველთვის ჰკითხოს საკუთარ თავს, მართლა სჭირდება თუ არა ის. 

კამპანიის დასასრულს გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ. 

დამატებითი ინფორმაცია

გამოწვევის შესახებ განცხადება



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,