საქართველო: ევროკავშირმა შესაძლოა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს წლის ბოლომდე უვიზო რეჟიმი შეუჩეროს 
დეკემბერი 18, 2024

საქართველო: ევროკავშირმა შესაძლოა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს წლის ბოლომდე უვიზო რეჟიმი შეუჩეროს 


17 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს წევრებმა ერთმანეთს გაუზიარებს მოსაზრებები შემდეგ საკითხებზე: საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ამ მოვლენების გავლენა ქართველ ხალხზე და საქართველოს ევროპულ გზაზე მთავრობის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ, რომელიც 2028 წლამდე  ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას ითვალისწინებს; შემდგომი მასობრივი პროტესტი და მომიტინგეების, მედიის და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული მზარდი ძალადობის აქტები.

„სიტუაცია არ მიდის პოზიტიური მიმართულებით ქართველი ხალხისთვის.  დემოკრატიული ქვეყნები არ თრგუნავენ ოპოზიციის ხმებს და არ ზღუდავენ მედიის თავისუფლებას“, – განუცხადა ჟურნალისტებს საბჭოს დასრულების შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა.

უმაღლესმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ევროკავშირმა შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები და შეკვეცა საქართველოს მთავრობის დაფინანსება, და განაცხადა, რომ არსებობს შეთანხმება დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობის შესახებ.  კომისია ამ წინადადებას მიმდინარე წელსვე წარადგენს.

საბჭო შეთანხმდა, რომ ამ პროცესში ევროკავშირი მომავალშიც გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მათ შორის დაფინანსების გადამისამართებით ხელისუფლებიდან სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისკენ.

დამატებით ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,