საქართველო ევროკავშირის 2024 წლის თანამედროვე არქიტექტურის კონკურსის მოკლე სიაშია
იანვარი 19, 2024

საქართველო ევროკავშირის 2024 წლის თანამედროვე არქიტექტურის კონკურსის მოკლე სიაშია


„თბილისის ურბანული ტყე“ (ნარიყალას ქედის ტყე) იმ 40 ნამუშევარს შორის მოხვდა, რომლებიც თანამედროვე არქიტექტურის/მის ვან დერ როეს კონკურსის (EUmies Awards) ჟიურიმ 20 ქვეყნიდან წარდგენილ 362 ნამუშევარს შორის შეარჩია და მოკლე სიაში შეიყვანა. 

არქიტექტურის კონკურსის ჯილდოები ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა გამორჩეულ და ინოვაციურ ნამუშევრებზე, რომლებიც „შემოქმედებითი ევროპის“ მონაწილე ქვეყნების არქიტექტორებმა წინა ორი წლის განმავლობაში შექმნეს. 

ნარიყალას ბოტანიკური ბაღი თბილისის ცენტრში მე-20 საუკუნის შუა წლებში შექმნეს საბჭოთა ბიოლოგებმა. მათ ფიჭვის მონოკულტურები ეროზიის შესამცირებლად და ქალაქის კლიმატის გასაგრილებლად დარგეს. მავნებლებისა და სოკოების ზემოქმედებით ძველი ნარგავები საგრძნობლად განადგურდა, ეს კი ხანძრის საშიშროებას ქმნის და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს.

2020 წელს თბილისში დაიწყო პროექტი, რომლის მიზანიც ქალაქის ურბანული ტყის ენდემური და კლიმატთან ადაპტირებული სახეობებით გამდიდრებაა. ნარიყალაში გატყიანების ახალი მიდგომა შეიქმნა და გამოიცადა, რომელიც ეკოლოგიას, ტექნოლოგიას და ესთეტიკას აერთიანებს.

კონკურსის, EUmies, ჟიური ფინალისტებს მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადებს. ამის შემდეგ ჟიურის წევრები ფინალში გასულ ნამუშევრებს ადგილზე მოინახულებენ და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

არქიტექტურისა და პერსპექტიული არქიტექტურის ნომინაციების გამარჯვებულები აპრილში გამოცხადდებიან, დაჯილდოების ცერემონია კი მაისში ბარსელონაში, მის ვან დერ როეს პავილიონში გაიმართება. არქიტექტურის პრიზის მფლობელს 60,000 ევრო გადაეცემა, ხოლო პერსპექტიული არქიტექტურის ნომინაციაში გამარჯვებული 30,000 ევროთი დაჯილდოვდება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,