პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე: ევროკავშირი მედიის თავისუფლების დაცვას უნივერსალურ მისიად აცხადებს
მაისი 3, 2023

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე: ევროკავშირი მედიის თავისუფლების დაცვას უნივერსალურ მისიად აცხადებს


3 მაისს დაწესებული პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად გაკეთებულ განცხადებაში ევროკავშირი გმობს ყველანაირ მუქარასა და ძალადობას ჟურნალისტების წინააღმდეგ. ის ადგილობრივი მისიებისა და სპეციალური პროგრამების ფარგლებში აგრძელებს საფრთხეში მყოფი მედიამუშაკების მხარდაჭერას და უერთდება იუნესკოს გზავნილს: დღეს ისე, როგორც არასოდეს, გამოხატვის თავისუფლება არსებითი მნიშვნელობისაა ადამიანის უფლებების ყველა სხვა გამოხატულების დასაცავად. 

ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ გამოხატვის თავისუფლების დაცვა კვლავ რჩება მის პრიორიტეტულ მიზნად, როგორც ეს განსაზღვრულია 75 წლის წინ მიღებულ „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში“: „ყველას აქვს აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. ეს თავისუფლება მოიცავს ადამიანის უფლებას, ჰქონდეს საკუთარი აზრი და დაუბრკოლებლად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები ყოველგვარი საშუალებით, მიუხედავად საზღვრებისა“.

„მაშინ, როცა თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის დაცვა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა გამძლე და ჯანსაღი დემოკრატიებისთვის, დღეს მსოფლიოს მრავალ წერტილში პრესის თავისუფლება რისკის ქვეშ დგას“, — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, — „ჟურნალისტები, მედიამუშაკები და სხვა ყველანი, ვინც დამოუკიდებელ, ხარისხიან ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას, ნათელს ჰფენენ ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებსა თუ ძალადობრივ ქმედებებს და ძალაუფლებაში მყოფ პირებს პასუხისმგებლობას აკისრებენ, სულ უფრო ხშირად ხდებიან დისკრედიტაციის, მუქარისა და თავდასხმის მსხვერპლები, მათ შორის დეზინფორმაციის მეშვეობით“. 

ბორელმა იმ მედიამუშაკებს შორის, რომლებსაც თავიანთი პროფესიული საქმიანობა დიდ საფასურად უჯდებათ, ახსენა რეპორტიორები უკრაინაში და ჟურნალისტები ბელარუსიდან. 

განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქალ ჟურნალისტებს, რომლებიც როგორც რეალურ ცხოვრებაში, ისე ონლაინ იმყოფებიან სტიგმატიზაციის, სექსისტური სიძულვილის ენის, ტროლინგის და სექსუალური თუ გენდერული ნიშნით ძალადობის, მათ შორის მკვლელობის, საფრთხის ქვეშ. ევროკავშირის თანახმად, თავისი საქმიანობის გამო ონლაინ მუქარის, ძალადობისა თუ შევიწროების მსხვერპლი ქალი ჟურნალისტების 73% გამხდარა. 

„პრესის თავისუფლების დაცვა და ხელშეწყობა უნივერსალური მისიაა, რომელსაც საზღვრები არ აქვს. ევროკავშირი განაგრძობს მთავრობებთან, მედიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობას როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ დონეზე, რათა საკუთარ თავზე აიღოს მსოფლიოს გარშემო პრესის თავისუფლების გაძლიერების ინიციატივა“, — ვკითხულობთ განცხადებაში. 

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა ომით დაზარალებული ქვეყნების, უკრაინისა და ლიბანის, წარმომადგენელი ორი ჟურნალისტის მონაწილეობით ვიდეო მოამზადა. ილია პონომარენკო Kyiv Independent-იდან და მაია ჯებეილი „როიტერსის“ ლიბანის ბიუროდან განიხილავენ, რას ნიშნავს, იყო სამხედრო ჟურნალისტი. 

დამატებითი ინფორმაცია 

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,