პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა და Factograf-მა დეზინფორმაციის გაშიფვრის გზამკვლევი გამოსცეს
ივლისი 18, 2024

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა და Factograf-მა დეზინფორმაციის გაშიფვრის გზამკვლევი გამოსცეს


პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა და ფაქტების გადამოწმების ხორვატიულმა  ვებსაიტმა, Faktograf, „დეზინფორმაციის გაშიფვრის გზამკვლევი“ გამოაქვეყნეს.

სახელმძღვანელო ჟურნალისტებს, ფაქტების გადამმოწმებლებსა და მკვლევრებს ყალბი ამბების გამოააშკარავებაზე მომუშავეთა წინააღმდეგ მიმართული ცილისწამების კამპანიებისა და დეზინფორმაციის გამოსაძიებლად ხელსაყრელ მეთოდოლოგიას სთავაზობს. 

გზამკვლევი აადვილებს დეზინფორმაციის კონტექსტის გააზრებას, მისი გავრცელების ვადებისა და პლატფორმების გაანალიზებასა და მთავარი მოქმედი პირებისა თუ ყალბი ნარატივების გამოკვლევას. 

„ეს რჩევები არ არის უნივერსალური, რადგან დეზინფორმაცია ახალ ტექნოლოგიებთან ერთად ვითარდება“,  – აღნიშნა პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის (IPI) ციფრული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ხავიერ ლუკემ, — „მიუხედავად ამისა, ეს გზამკვლევი დეზინფორმაციის იმ კამპანიების ძირითადი კომპონენტების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა, რომელთა სამიზნე ჟურნალისტები და მათი სანდოობაა“.

„დეზინფორმაციის გაშიფვრის გზამკვლევი“ ინიციატივის, ევროპაში პოპულიზმის დეზინფორმაციული ტაქტიკების გაშიფვრის ნაწილია. მას მხარს უჭერს ევროპის მედიის და საინფორმაციო ფონდი, რომელსაც ევროპის საუნივერსიტეტო ინსტიტუტი და კალოსტ გულბენკიანის ფონდი მართავენ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,