პორტუგალიის ახალი თავმჯდომარეობა გლობალური ევროპის და თანასწორ, მწვანე და ციფრულ აღდგენაზე ორიენტაციის პირობას იძლევა
იანვარი 15, 2021

პორტუგალიის ახალი თავმჯდომარეობა გლობალური ევროპის და თანასწორ, მწვანე და ციფრულ აღდგენაზე ორიენტაციის პირობას იძლევა


ევროკავშირის საბჭოს პორტუგალიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია ეფექტური მულტილატერალიზმის ერთგული გლობალური ევროპა, „განსაკუთრებული ყურადღებით მეზობელ ქვეყნებზე“. 

პორტუგალიის თავმჯდომარეობა, რომელიც 2021 წლის 1 იანვარს დაიწყო, „დაიცავს შედეგებზე ორიენტირებულ საერთაშორისო პარტნიორობებს განვითარების მხარდასაჭერად, და ხელს შეუწყობს დისკუსიას ადამიანის განვითარების შესახებ, კერძოდ, ჯანმრთელობის და განათლების სფეროში, გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების ჩათვლით“.

ლოზუნგით „შედეგის დრო: სამართლიანი, მწვანე და ციფრული აღდგენა“, პორტუგალიის თავმჯდომარეობის მიზანია ევროპის სიცოცხლისუნარიანობის და მისი მოქალაქეების რწმენის გაძლიერება ევროპული სოციალური მოდელის მიმართ, კავშირის მხარდაჭერა სოლიდარობის, დაახლოების და ერთობის საზიარო ღირებულებების საფუძველზე მიმდინარე პანდემიის კრიზისის დაძლევის მიზნით.

მისი მიზანი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ ორმაგი – კლიმატის და ციფრული ტრანსფორმაცია – მიღწეულ იქნას ინკლუზიური გზით, უკლებლივ ნებისმიერი ადამიანის გათვალისწინებით, იმავდროულად პანდემიის სოციალური განზომილების პრობლემის გადაჭრით.

პორტუგალია აპირებს პრიორიტეტი მიანიჭოს ევროპის მწვანე შეთანხმების განხორციელებას მდგრადი ეკონომიკური აღდგენის პერსპექტივით, და ხელი შეუწყოს პირველი ევროპული კლიმატის კანონის დამტკიცებას.

გარდა ამისა, პორტუგალიის თავმჯდომარეობა მხარს დაუჭერს ევროპის ჯანმრთელობის კავშირის შექმნას, რომელიც აძლიერებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისებზე რეაგირების და უსაფრთხო ვაქცინების წარმოების და განაწილების პოტენციალს, ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ. 

ევროკავშირის საბჭოს პორტუგალიის თავმჯდომარეობა 2021 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

პორტუგალიის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები

 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივნისი 11, 2024

ევროკავშირი არ აღიარებს ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს“ სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონში

ივნისი 11, 2024

ხეების დარგვა და წყლის ხარისხის შემოწმება: EUMM გარემოს მსოფლიო დღეს ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად აღნიშნავს

ივნისი 5, 2024

ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო / ევროპა ნოსტრას ჯილდო: პროექტი საქართველოდან გამარჯვებულთა შორისაა

ივნისი 5, 2024

საქართველომ, სომხეთმა და მოლდოვამ სახელმწიფოთაშორისი ელექტრონული იდენტიფიკაციის საპილოტე პროექტში მიიღეს მონაწილეობა

მაისი 30, 2024

მიშელი: ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდასაჭერად


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,