ფოტოკონკურსის „ოჯახური კავშირები“ გამარჯვებულები თბილისში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდნენ
მარტი 31, 2023

ფოტოკონკურსის „ოჯახური კავშირები“ გამარჯვებულები თბილისში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდნენ


31 მარტს თბილისში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე ფოტოკონკურსის „ოჯახური კავშირები“ ექვსი გამარჯვებული გამოვლინდა. თითო გამარჯვებულმა თითოეული ქვეყნიდან — აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან — 1,000 ევროს ოდენობის ჯილდო მიიღო.

EUNEIGHBOURS EAST – FOTOFESTIWAL ფოტოკონკურსში, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა, მონაწილეობას იღებდნენ პროფესიონალი ფოტოგრაფები აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან. მათ „ოჯახური კავშირების“ თემაზე შექმნილი ფოტოსერიები წარადგინეს.

საერთაშორისო ჟიურიმ, რომელიც სფეროს ხუთი წამყვანი სპეციალისტისგან შედგებოდა, 400-ზე მეტ მონაწილეს შორის თითოეული ქვეყნიდან სამი ფინალისტი ფოტოგრაფი შეარჩია. ისინი თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმში გამართულ საზეიმო დაჯილდოებაზე მიიწვიეს, სადაც მათი ფოტოსერიები ინტერაქტიური ეკრანების მეშვეობით გამოიფინა.

დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლეს პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში და  ნესტან ნიჟარაძემ, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის თანადამფუძნებელმა. ცერემონიას დაესწრნენ ცნობილი სახეები და მედიის წარმომადგენლები საქართველოდან და ბლოგერები მთლიანი რეგიონიდან.

„ჩვენ ამ ფოტოკონკურსის დახმარებით სიამაყით ვადასტურებთ ევროკავშირის მზადყოფნას, ხელი შეუწყოს კულტურათაშორის ურთიერთობას და ფოტოგრაფიის, როგორც რეალობის ასახვისა და ცვლილებების იარაღის, ძალის წარმოჩენას“, — განაცხადა ცერემონიაზე ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, — „ოჯახისა და ოჯახური კავშირების თემა ხაზს უსვამს ჩვენი საზიარო ღირებულებების მნიშვნელობას და იმ როლს, რომელსაც ოჯახი საზოგადოებათა ფორმირებაში ასრულებს. ვულოცავ ყველა ფოტოგრაფს, რომ მათ ამ თემის ასე შემოქმედებითად და შთამბეჭდავად ინტერპრეტირება შეძლეს“.

ფოტოკონკურსის მონაწილეებს „ოჯახური კავშირების“ თემა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით უნდა წარმოეჩინათ: როგორ გვაკავშირებს ჩვენი ოჯახი ჩვენს ფესვებთან, კულტურასთან, ტრადიციებთან, მსოფლმხედველობასთან და მომავალთან? რომელი კავშირები განსაზღვრავს ოჯახს და გვაძლევს მიკუთვნებულობის გრძნობას? როგორ ერგება ეს კავშირები ცვალებად სამყაროს, ტექნოლოგიას, კონფლიქტებს, სიყვარულსა და დანაკარგს?

გამარჯვებულ ნამუშევრებში ეს თემები მრავალფეროვნად წარმოჩნდა.

გამარჯვებულები არიან:

საქართველო

ნათელა გრიგალაშვილი – ქართველი მომთაბარეების უკანასკნელი დღეები

დოკუმენტური პროექტი, რომელიც მაღალმთიანი აჭარის მომთაბარე ოჯახების ცხოვრებას იკვლევს.

ფოტოკონკურსის „ოჯახური კავშირები“ გამარჯვებულები თბილისში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდნენ

სომხეთი

ნაზიკ არმენაკიანი – ჩემი ომი (ფრაგმენტული გამოცდილება)

დედა, უპირველეს ყოვლისა: ფოტოგრაფის პირადი ისტორია იმ პერიოდზე, როცა მისი უფროსი შვილი 2020 წელს ომში გაიწვიეს.

ფოტოკონკურსის „ოჯახური კავშირები“ გამარჯვებულები თბილისში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდნენ

აზერბაიჯანი

ორხან აზიმოვი – განათლებისგან შორს

რამდენიმე კადრი აზერბაიჯანის მაღალმთიანი სოფლის მკვიდრი ბავშვების გამოწვევებით სავსე ცხოვრებიდან.

ფოტოკონკურსის „ოჯახური კავშირები“ გამარჯვებულები თბილისში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდნენ

ბელარუსი

პაშა კრიტჩკო – ბელარუსული კავშირები

იმ ბელარუსთა ოჯახური კავშირების ამსახველი პორტრეტები, რომლებსაც 2020 წლის მოვლენების შემდეგ სამშობლოს დატოვება მოუწიათ.

ფოტოკონკურსის „ოჯახური კავშირები“ გამარჯვებულები თბილისში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდნენ

მოლდოვა

კატერინა შოშევა – Sem’ya

ისტორიის კვალდაკვალ: ფოტოგრაფის ოჯახის თვალით დანახული თაობათაშორისი ურთიერთობები.

ფოტოკონკურსის „ოჯახური კავშირები“ გამარჯვებულები თბილისში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდნენ

უკრაინა

მარისია მიანოვსკა – ო, ძმაო, სად ხარ?

ურბანულ გეტოში განვლილ ცხოვრებათა და მოგონებათა ფრაგმენტები: ძმისადმი მიძღვნილი პროექტი.

ფოტოკონკურსის „ოჯახური კავშირები“ გამარჯვებულები თბილისში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდნენ

კონკურსს ორგანიზება გაუწია EU NEIGHBOURS EAST პროგრამამ, Fotofestiwal-თან პარტნიორობით. თბილისში გამართული დაჯილდოების ცერემონია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმთან პარტნიორობით იყო ორგანიზებული.



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,