ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის ევროინტეგრაციის უდიდესი შემაფერხებელი ევროკავშირს და საქართველოს შორის დიალოგის გაყინვაა
მარტი 13, 2026

ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის ევროინტეგრაციის უდიდესი შემაფერხებელი ევროკავშირს და საქართველოს შორის დიალოგის გაყინვაა


11 მარტს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამჟამად ამ პროცესში მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაყინული პოლიტიკური დიალოგი არის. 

„საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არის“, – განაცხადა ფაშინიანმა, – „ჩვენ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონი მას შემდეგ მივიღეთ, რაც საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. ამან გახადა ხელშესახები სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და ჩვენ მოველით და ვითხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს. ეს სომხეთისთვისაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის“. 

ფაშინიანმა ასევე ისაუბრა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობაზე, რომელსაც ფორმალური სახე 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში მიეცა, როცა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ფაშინიანმა თეთრ სახლში ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა მთიანი ყარაბაღის წინა კონფლიქტის შედეგად სომხების გადასახლების მიმდინარე ძალისხმევაზე, გარკვეული სასულიერო პირებისა და პოლიტიკური ოპოზიციური ძალების მცდელობაზე, ხელი შეუშალონ მშვიდობას და, ასევე, აზერბაიჯანში ჯერ კიდევ ტყვეობაში მყოფი სომეხი სამხედრო ტყვეების გათავისუფლების აუცილებლობაზე.

ამ საკითხთა გათვალისწინებით, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის ევროინტეგრაცია დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ შეძლებს ქვეყანა ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილებას: „შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, გავაგრძელოთ რეფორმები ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით და უპირველესად ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმები ობიექტურად დავაკმაყოფილოთ“. 

დასკვნის სახით მან აღნიშნა, რომ სომხეთში 7 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები მშვიდობის გამყარებას უნდა მოემსახუროს: „ჩვენმა დემოკრატიამ მშვიდობა შეუქცევადი უნდა გახადოს და მერე მშვიდობა გახდის დემოკრატიას შეუქცევადს“. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,