„ოცნება შავ ზღვაზე“: ქართველი და უკრაინელი ბავშვები მშვიდობაზე თავიანთ ოცნებებს ხატავენ
ივნისი 27, 2022

„ოცნება შავ ზღვაზე“: ქართველი და უკრაინელი ბავშვები მშვიდობაზე თავიანთ ოცნებებს ხატავენ


ბავშვთა ნახატების კონკურსზე, „ოცნება შავ ზღვაზე“, ქართველმა და უკრაინელმა ბავშვებმა 130-ზე მეტი ნახატი წარადგინეს. კონკურსი პროექტ EU4EMBLAS-ის („ევროკავშირი შავი ზღვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესებისთვის“) ფარგლებში გაიმართა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ეს რეგიონული ინიციატივა საქართველოსა და უკრაინაში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ  ხორციელდება. 

კონკურსზე ორივე ქვეყნის სანაპირო რეგიონებში მცხოვრები 130-ზე მეტი სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა. ბავშვებმა შავი ზღვის საკუთარი ხედვა გადმოსცეს და მომავლის მოლოდინები და იმედები გამოხატეს.

UNDP-ის პრესრელიზის თანახმად, როგორც უკრაინელი, ისე ქართველი ბავშვების შემოქმედებაში უკრაინაში მიმდინარე ომის გარშემო შექმნილი ნახატები ჭარბობდა. 

„უკრაინელი ბავშვები ხატავდნენ ომის შედეგად დაცარიელებულ სანაპიროს, სადაც ზღვაში ცურვა აკრძალულია ნაღმების საფრთხის გამო. მათ ასევე გადმოსცეს თავიანთი იმედები მშვიდობიანი და უსაფრთხო ცხოვრების შესახებ. კონკურსის ქართველმა მონაწილეებმა თანადგომა გამოხატეს უკრაინელი თანატოლების მიმართ და მათ თავიანთი ნახატებით მეგობრობის გზავნილი გადასცეს“, — აღნიშნულია UNDP-ის მიერ, — „’ზღვა. სიცოცხლე. მშვიდობა’, ‘არა ომს!’, ‘გიგზავნი სიყვარულს, მშვიდობას და ღიმილს’, ‘ზღვა აგვიხდენს ოცნებებს’ — ამ ემოციური წარწერებით პატარა მხატვრებმა კიდევ უფრო გააძლიერეს თავიანთი ნახატების ვიზუალური შინაარსი“.

EU4EMBLAS-ის გუნდმა უკვე გამოავლინა ათი გამარჯვებული ნახატი (ხუთი საქართველოდან და ხუთი უკრაინიდან), რომელთა ნახვაც პროექტის ვებსაიტზე, EU4EMBLAS არის შესაძლებელი. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,