დღეს ევროპის კავშირის საბჭომ ბელარუსის და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დაამტკიცა.
ეს სანქციები უკრაინისადმი რუსეთის გაუმართლებელ და არაპროვოცირებულ აგრესიაში ბელარუსის მონაწილეობის საპასუხოდ დაწესდა. ახალი სანქციები 2 მარტს მიღებულ შემზღუდველ ზომებს იმის გათვალისწინებით ერთვის, რომ უკრაინაში შექმნილი სიტუაცია კვლავინდებურად უმძიმესია.
ბელარუსისთვის ეს ზომები ითვალისწინებს SWIFT სისტემასთან დაკავშირებულ ისეთ შეზღუდვებს, როგორიც რუსეთის რეჟიმის წინააღმდეგ უკვე განხორციელდა. ამ გზით ბელარუსის მიმართ არსებული ფინანსური შეზღუდვები კიდევ უფრო დამძიმდება და რუსეთისადმი დაწესებული სანქციების მსგავსი იქნება.
კერძოდ, შეთანხმებული სანქციები:
გარდა ამისა, საბჭომ რუსეთში საზღვაო ნავიგაციის საქონლის და რადიოკომუნიკაციის ტექნოლოგიის ექსპორტზეც დააწესა დამატებითი შეზღუდვები. კერძოდ, იკრძალება საზღვაო ნავიგაციის საქონლის და ტექნოლოგიების პირდაპირი ან არაპირდაპირი გაყიდვა, მიწოდება, გადაზიდვა ან ექსპორტი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირის, სამართალსუბიექტის ან ორგანიზაციისთვის რუსეთში, რუსეთში გამოყენებისთვის ან რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდის ბორტზე განთავსებისთვის.
ევროკავშირმა ასევე განმარტა, რომ სანქციები ეხება სესხებსა და კრედიტებსაც, რომლებიც კრიპტოაქტივების სახით გაიცემა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კრიპტოაქტივები „მიმოქცევაში მყოფ ფასიან ქაღალდებად“ მოიაზრება, რასაც შემზღუდველი ზომების განხორციელებისას გაითვალისწინებენ.
საბჭომ, ამასთან, ინდივიდუალური ეკონომიკური სანქციები დამატებით 160 ადამიანს დაუწესა.
ახალ სიაში შეყვანილები არიან:
– 14 ოლიგარქი და ცნობილი ბიზნესმენი, რომლებიც საქმიანობენ ეკონომიკის წამყვან სექტორებში და წარმოადგენენ შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს რუსეთის ფედერაციისთვის — კერძოდ, მეტალურგიის, სოფლის მეურნეობის, ფარმაცევტულ, ტელეკომუნიკაციის და ციფრულ ინდუსტრიაში (სანქციები ეხება მათ ოჯახის წევრებსაც).
– რუსეთის ფედერაციის საბჭოს 146 წევრი, რომლებმაც დაამტკიცეს მთავრობის ხელშეკრულებები რუსეთის ფედერაციას და დონეცკის და ლუგანსკის ეგრეთ წოდებულ „სახალხო რესპუბლიკებს“ შორის მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შესახებ.
ამ ეტაპისთვის ევროკავშირის შემზღუდველი ზომები სულ 862 ფიზიკურ პირს და 53 იურიდიულ პირს ეხება.
დამატებითი ინფორმაცია
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,