მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წლის თავზე ევროკავშირი კვლავ ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას
იანვარი 12, 2026

მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წლის თავზე ევროკავშირი კვლავ ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას


მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წლის თავზე ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში კვლავ მოუწოდებს ქვეყნის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაპატიმრებული ჟურნალისტი.

ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენლობა 2025 წლის 6 აგვისტოს 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული იმ ერთობლივი განცხადების ერთგულიც რჩება, სადაც დაგმობილია „არაპროპორციული და პოლიტიზებული“ განაჩენი, რომლითაც მზია ამაღლობელს ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა. განცხადების ხელის მომწერნი, რომელთა რიცხვშიც არიან ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიპლომატიური წარმომადგენლობები, სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს და მოითხოვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

„მზია ამაღლობელის საქმე დამატებით დაამძიმა მისმა გაჭიანურებულმა წინასწარმა პატიმრობამ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განსაკუთრებით მისი მხედველობა მნიშვნელოვნად გაუარესდა“, ნათქვამია განცხადებაში, „მზია ამაღლობელის საქმე და ‘ბათუმელებსა’ და ‘ნეტგაზეთზე’ განხორციელებული ზეწოლა საქართველოში ჟურნალისტების მზარდი დაშინების, დაუსჯელი ძალადობისა და სამართლებრივი დევნის მაგალითია, მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების აშკარა დარღვევის გზით“. 

ევროკავშირის გარდა, განცხადებას ასევე ხელს აწერენ ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, ესპანეთის, შვედეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლები. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,