მიშელი: ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდასაჭერად
მაისი 30, 2024

მიშელი: ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდასაჭერად


საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის საბოლოო მიღება არის „უკან გადადგმული ნაბიჯი და აშორებს საქართველოს ევროკავშირის გზას“, — დაწერა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა X-ზე (ყოფილი Twitter) 28 მაისს.

მან შეხსენების სახით აღნიშნა, რომ ევროპულმა საბჭომ 2023 წლის დეკემბერში  საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო „იმ პირობით, რომ საქართველო გადადგამდა შესაბამის ნაბიჯებს და  გაატარებდა აუცილებელ დემოკრატიულ რეფორმებს“. 

„ქართველმა ხალხმა მკაფიოდ აირჩია მომავალი ევროკავშირში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ მათ მისწრაფებებს“, — წერს მიშელი X-ზე, — „ამ მიზნით, მომავალი ევროპული საბჭოს დღის წესრიგს საქართველოს საკითხს დავამატებ“.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს X-ზე ასევე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი: „ქართველი ხალხის უდიდეს უმრავლესობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება.  მაგრამ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ფასეულობებს, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“.

ფონ დერ ლაიენის პოსტი ასევე ეხმიანება  ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისიის საერთო განცხადებას, რომლის თანახმადაც, ევროკავშირი ახლა „განიხილავს ყველა ვარიანტს“, საქართველოს მთავრობას კი მოუწოდებს, დაუბრუნდეს ევროპულ მისწრაფებებს.

დამატებითი ინფორმაცია

შარლ მიშელის პოსტი X-ზე

ურსულა ფონ დერ ლაიენის პოსტი X-ზე



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,