ევროპის განათლების ფონდმა (ETF) ინოვაციური სწავლების და სწავლის 2022 წლის კონკურისთვის ათი ფინალისტი შეარჩია, რომელთა შორის ერთი პროექტი საქართველოდანაა.
ევროპის განათლების ფონდმა 50 ქვეყნიდან მთლიანობაში 800-მდე განაცხადი მიიღო. საქართველოდან შერჩეული პროექტი, ფაბლაბი, ქვეყანაში ინოვაციური სწავლების და სწავლის საუკეთესო პრაქტიკას ამკვიდრებს.
ფაბლაბი ქართველ მასწავლებლებს და სტუდენტებს პროფესიული განათლებისა და ტრენინგის სფეროში უჭერს მხარს. ის ახალგაზრდებს ტექნიკური, შემოქმედებითი და სამეწარმეო უნარების განვითარებაში ეხმარება, რაც საკუთარი ბიზნესის დაწყების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. პროგრამას მთელი საქართველოს მასშტაბით 14 კოლეჯი ახორციელებს.
სწავლების და სწავლის კონკურსის მონაწილეებისთვის ხმის მიცემის პროცესი 21 ნოემბერს დამთავრდება. შედეგები კი 28-29 ნოემბერს გამოქვეყნდება.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,