„მეტი სარგებელი ნაკლები დანახარჯით“: ევროკავშირი საქართველოში ენერგოეფექტიანობის თემაზე საინფორმაციო კამპანიას იწყებს
ნოემბერი 10, 2021

„მეტი სარგებელი ნაკლები დანახარჯით“: ევროკავშირი საქართველოში ენერგოეფექტიანობის თემაზე საინფორმაციო კამპანიას იწყებს


ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში საინფორმაციო კამპანია, „მეტი სარგებელი ნაკლები დანახარჯით“, დაიწყო. მისი მიზანი ენერგოეფექტიანობის სარგებელზე და ამ სფეროში ევროკავშირის საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

მომდევნო სამი კვირის განმავლობაში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების წარმატების ისტორიებს გააზიარებს. კამპანია წარმოაჩენს ენერგოეფექტიანობის უპირატესობებს და იმ პროექტებს, რომლებიც დადებით გავლენას ახდენს ადამიანების საცხოვრებელ გარემოზე.

„უფრო მწვანე გარემო, გაუმჯობესებული ენერგოუსაფრთხოება, მეტი სამუშაო ადგილი, ოჯახების კეთილდღეობა და თბილი სახლები — ეს ენერგოეფექტიანობის უპირატესობათა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. საკანონმდებლო რეფორმის პროცესის მხარდაჭერის გარდა, ევროკავშირი ბიზნესისა და მოქალაქეების დასახმარებლადაც არ იშურებს ძალისხმევას“, — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოში მთლიანობაში ათი საჯარო სკოლა, შვიდი საბავშვო ბაღი და ოთხი საჯარო შენობა განახლდა. გარდა ამისა, ბიზნესს მიეცა შესაძლებლობა, გაეტარებინა ენერგოეფექტიანი ღონისძიებები, რის შედეგადაც შემცირდა კომპანიათა საოპერაციო ხარჯები და დაზოგილი რესურსები ახალ შესაძლებლობებსა და სამუშაო ადგილების შექმნას მოხმარდა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,