მერები ეკონომიკური ზრდისთვის: საქართველოს რვა მუნიციპალიტეტი მხარდაჭერას მიიღებს
მარტი 22, 2022

მერები ეკონომიკური ზრდისთვის: საქართველოს რვა მუნიციპალიტეტი მხარდაჭერას მიიღებს


ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) განცხადებით, საქართველოს რვა მუნიციპალიტეტი მიზნობრივ დახმარებას მიიღებს. ეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული ინიციატივის, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG), ფარგლებში განხორციელდება.

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მიზნად ისახავს, რომ ქალაქები და დაბები როგორც მოსახლეობის, ისე ინვესტორებისათვის მეტად მიმზიდველი გახადოს.

ბათუმი და ქუთაისი დახმარების ფარგლებში მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელებს შექმნიან და მათ დანერგვას დაიწყებენ. ამისათვის თითოეული მათგანი 225,000 ევროს მიიღებს. 

რუსთავი, სამტრედია, ფოთი და წყალტუბო ჩაერთვებიან მენტორინგისა და სწავლების ინიციატივაში, „ურბანული ხედვა“ (Urban Imaginaries). ამის შედეგად თითოეულ მუნიციპალიტეტს ინოვაციური პროექტების განხორციელებისთვის 60,000 ევროს ოდენობის სასტარტო დაფინანსების მიღება შეეძლება. 

კიდევ ორი მუნიციპალიტეტი, ბოლნისი და ონი, ეკონომიკური და ბიზნესის განვითარების ინიციატივებისთვის დაფინანსებას უშუალოდ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან მიიღებს. ბოლნისი მუნიციპალური ბიზნეს-მოდელის გაფართოებაზე იმუშავებს, ხოლო ონი — ადგილობრივი ბიზნეს-კლასტერების განვითარებაზე და ინვესტორთა მოზიდვაზე.  

„საქართველოს რეგიონებს განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვთ. ‘მერები ეკონომიკური ზრდისთვის’ ამ შესაძლებლობების გამოვლენას და გამოყენებას ეხმარება. ამ რეგიონული ინიციატივის საშუალებით ევროკავშირი ხელს შეუწყობს პანდემიის შემდგომ პერიოდში მუნიციპალიტეტების განვითარებას, ეკონომიკური და სოციალური წინსვლის ახალი გზების გამონახვასა და ევროკავშირის ქვეყნებში დაგროვებული გამოცდილების გაზიარებას“, — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.

პროექტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ განხორციელებული ინიციატივის, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG), ნაწილს წარმოადგენს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,