მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული: როგორ დავიცვათ თავი დეზინფორმაციისგან
ოქტომბერი 25, 2022

მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული: როგორ დავიცვათ თავი დეზინფორმაციისგან


ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) და EUvsDisinfo მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის აღნიშვნის მიზნით საინფორმაციო კამპანიას იწყებენ. კამპანიის მიზანია საზოგადოების ინფორმირება უცხო ქვეყნების მიერ ინფორმაციით მანიპულირების და საგარეო ჩარევის საკითხებზე — მათ შორის დეზინფორმაციაზე.

გარდა ამისა, 24 ოქტომბერს EUvsDisinfo-მ შექმნა ახალი სასწავლო გვერდი, „Learn“, რომელიც მის ვებსაიტზეა ხელმისაწვდომი: euvsdisinfo.eu/learn/. ის მკითხველს ასწავლის, როგორ ამოიცნოს ინფორმაციის წყაროს და მის მიერ გავრცელებული ცნობების სანდოობა და როგორ გაასაჩივროს დეზინფორმაცია. 

გვერდზე განმარტებულია დეზინფორმაციის და ინფორმაციით მანიპულირების მექანიზმები, ტაქტიკა თუ გავრცელებული ნარატივები. აქვეა მოწოდებული ინფორმაცია იმ აქტორებზე, რომლებიც დეზინფორმაციისა ინფორმაციის მანიპულირების უკან დგანან. გვერდზე გაანალიზებულია კრემლის მხარდამჭერი მედიის ეკოსისტემა და განმარტებულია უცხო ქვეყნის მიერ ინფორმაციით მანიპულირების და საგარეო ჩარევის ფილოსოფია. 

სექციაში, სახელწოდებით Respond, მკითხველი იპოვის მარტივ რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ არ გახდეს პროპაგანდის და ცრუ ინფორმაციის მსხვერპლი. ამ მიმართულებით თქვენი უნარების შემოწმება EUvsDisinfo ტესტის საშუალებით შეგიძლიათ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,