ახალმა პროექტმა, EU4Culture, საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ ოთხი ქვეყნის — აზერბაიჯანის, მოლდოვის, სომხეთის და უკრაინის ქალაქებისთვის (არა — დედაქალაქებისთვის) კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს ქალაქებს კულტურის განვითარების იმ სტრატეგიების მომზადებაში, რომლებიც ევროპული კულტურული დედაქალაქების მიდგომებს შეესაბამება.
ქალაქებს, რომლებიც კონკურსის პირობებს აკმაყოფილებენ, განაცხადების შეტანა 30 ივნისამდე შეუძლიათ. აპლიკანტებს შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა და წინადადებების წარდგენა გოეთეს ინსტიტუტის სააპლიკაციო პორტალზე (GAP).
თავდაპირველად თითოეულ ქვეყანაში ხუთი ქალაქი შეირჩევა, რომლებიც სრული საკონკურსო განაცხადის დასაწერად 1,000 ევრომდე ოდენობის გრანტს მიიღებენ. მომდევნო ეტაპზე თითოეული ქვეყნიდან მაქსიმუმ სამი ქალაქი მიიღებს 30,000 ევროს ოდენობის გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიის სრული ვერსიის მოსამზადებლად. საბოლოოდ კი, თითოეულ ქვეყანაში ერთი ქალაქი მოიპოვებს 300,000 ევრომდე დაფინანსებას საკუთარი სტრატეგიის განსახორციელებლად.
პროექტის საბოლოო მიზანია კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიის როლის გაზრდა ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში. ამ მიზნის მიღწევის გზად კი კულტურის განვითარების ისეთი სტრატეგიების შემუშავებაა დასახული, რომლებშიც პრიორიტეტული იქნება სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობა და მულტიკულტურული და მულტიეთნიკური გარემოს შენარჩუნება და განვითარება.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტის, EU4Culture, საქმიანობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კულტურის და შემოქმედებით სექტორს უკავშირდება. მისი ამოცანა კულტურის, როგორც მთელი რეგიონის ზრდის და სოციალური წინსვლის მამოძრავებელი ძალის, განვითარებაა.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,