კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“, 2022 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
თებერვალი 6, 2023

კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“, 2022 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ


3 თებერვალს თბილისში კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“, რიგით მეთერთმეტე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 

ბეჭდური, სამაუწყებლო, ელექტრონული მედიის და ფოტოჟურნალისტიკის სფეროებიდან შვიდ კატეგორიაში გამარჯვებულები ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ დააჯილდოვა. სამშვიდობო ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) სპეციალური პრიზი კი გამარჯვებულს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ტიბორ კოზმამ გადასცა. 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ 2012 წელს დაარსებული კონკურსი ქართულ ჟურნალისტიკაში პროფესიონალიზმსა და ეთიკურ ქცევას უჭერს მხარს. ხოლო EUMM-ის სპეციალური პრიზი კონფლიქტების მიმართ მგრძნობიარე იმ მედიასაშუალებებს აჯილდოებს, რომლებიც ნდობისა და მშვიდობის აღდგენას ემსახურებიან. 

წელს კონკურსს დაემატა ახალი კატეგორია, რომელშიც ჯილდო საუკეთესო სტუდენტური ნამუშევრისთვის გაიცემა. 

კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“,  2022 წლის გამარჯვებულები არიან:

  • საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში 

გამარჯვებული: ნინო ნარიმანიშვილი (ჯემნიუსი)

  • საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში 

გამარჯვებული: ანი არველაძე (გადაცემა „დროება“, ტელეკომპანია ფორმულა)

  • საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში

გამარჯვებული: ნინო რამიშვილი (სტუდია მონიტორი)

  • საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია ან სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში

გამარჯვებული: ბესიკ პაპასქუა (ინდიგო)

  • საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში

გამარჯვებული: თორნიკე მეტრეველი (ინდიგო)

  • ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო

გამარჯვებული:  დინა ოგანოვა (პროექტი 64)

  • საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში

გამარჯვებული: ქრისტინე გოგალაძე (ინდიგო)

  • ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში

გამარჯვებული: ლელა კუნჭულია (რადიო თავისუფლება)

პირველი შვიდი კატეგორიის თითოეული გამარჯვებული ფულადი ჯილდოს სახით დაახლოებით 5,200 ლარს მიიღებს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მფლობელი კი „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ ლონდონის ოფისში ერთთვიან სტაჟირებას გაივლის.

კონკურსი, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“,  მომდევნო წლისათვის განაცხადების მიღებას 2023 წლის 3 მაისს დაიწყებს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,