კონკურსის, “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში”, 2021 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
მაისი 5, 2022

კონკურსის, “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში”, 2021 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ


3 მაისს, თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) ევროკავშირის 2021 წლის ჟურნალისტიკის კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს.

ექვს საპრიზო კატეგორიაში გამარჯვებული ჟურნალისტები ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა დააჯილდოვა. კატეგორიები მოიცავდა ისეთ სფეროებს, როგორიცაა ბეჭდური, სამაუწყებლო, ელექტრონული მედია და ფოტოჟურნალისტიკა.  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა კი  სპეციალური პრიზი გადასცა კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის, რომელიც ნდობისა და მშვიდობის აღდგენას ემსახურება.

კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“, 2021 წლის გამარჯვებულები არიან:

  • საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში — თამარ ბაბუაძე (ინდიგო)
  • საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში — ანასტასია სლოვინსკაია (რადიო თავისუფლება) 
  • საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში — ზურაბ მოდებაძე (თავისუფლების მონიტორი)
  • საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია ან სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში — ხატია ღოღობერიძე (On.ge)
  • საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში — თინათინ ნაჭყებია (ინდიგო) 
  • საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს ასახავს — გიორგი შენგელია (ინდიგო)
  • კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებული საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი) — ზვიად მჭედლიშვილი (newscaucasus.com)

პირველ ექვს კატეგორიაში გამარჯვებული თითოეული ჟურნალისტი ფულადი ჯილდოს სახით დაახლოებით 6,000 ლარს მიიღებს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მფლობელი კი „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ ლონდონის ოფისში ერთთვიან სტაჟირებას გაივლის.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის პირობებში, „ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მიზანი ალბათ არასდროს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორც ახლა, ვინაიდან დღეს გვაქვს ბევრად უფრო ძლიერი მიზეზი იმისათვის, რომ დავაფასოთ ის ადამიანები, რომლებიც  სიმართლეს მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ემსახურებიან“. ელჩმა ჰარცელმა, ამასთან, ჟურნალისტიკაში ევროკავშირის მომდევნო, 2022 წლის კონკურსის დაწყებაც გამოაცხადა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

გამარჯვებული ჟურნალისტების ნაშრომები იხილეთ ვებსაიტზე: https://eu4georgia.eu/ka/eu-prize-for-journalism-winners2021/



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,