ქუთაისს ჭკვიანი ეკო-ქალაქის პორტფელისთვის საუკეთესო პრაქტიკის ჯილდო მიენიჭა
დეკემბერი 20, 2022

ქუთაისს ჭკვიანი ეკო-ქალაქის პორტფელისთვის საუკეთესო პრაქტიკის ჯილდო მიენიჭა


საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული ინიციატივების კონკურსის გამარჯვებულები გამოაცხადა.

კონკურსს მხარს უჭერდნენ ევროკავშირი, დანია და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) რამდენიმე მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომლებიც საქართველოს ადგილობრივი და რეგიონული განვითარების მიზნებს ემსახურება. ამ პროექტებს შორისაა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივა, მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG). 

წელს ჯამში თოთხმეტი მუნიციპალიტეტი დაჯილდოვდა, ხოლო ქუთაისს ჭკვიანი ეკო-ქალაქის პორტფელისთვის ეროვნული კონკურსის გამარჯვებულის ჯილდო გადაეცა.

ჭკვიანი ეკო-ქალაქის მოდელის შემუშავებისა და ქალაქის ეკომეგობრული გზით გარდაქმნის წასახალისებლად, მიმდინარე წლის დასაწყისში ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ ქუთაისი ორწლიან პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეარჩია. ამგვარი ინოვაციური პორტფელის განხორციელებისთვის ქუთაისმა M4EG ინიციატივის ფარგლებში ევროკავშირისგან 225,000 ევრო მიიღო.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,