კასპში, ადიგენსა და ბათუმში ახალგაზრდებმა დეზინფორმაციის ამოცნობა და გადამოწმება ისწავლეს
აგვისტო 28, 2023

კასპში, ადიგენსა და ბათუმში ახალგაზრდებმა დეზინფორმაციის ამოცნობა და გადამოწმება ისწავლეს


კასპში, ადიგენსა და ბათუმში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ევროკავშირის მხარდაჭერით ორგანიზებული მედიაწიგნიერების ინტერაქციულ ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა. მათ ახალ მედიაში გავრცელებული საზიანო ინფორმაციის ამოცნობისა და გადამოწმების პრაქტიკული უნარები შეიძინეს. 

კერძოდ, ტრენინგის მონაწილეებმა საინფორმაციო წყაროების, ფოტოებისა თუ ვიდეოების სანდოობის შემოწმება ისწავლეს. მათ ასევე გაიგეს, როგორ გადაამოწმონ ინფორმაცია გეოლოკაციის სპეციალური ონლაინინსტრუმენტის გამოყენებით.

მედიაწიგნიერების ტრენინგები მთლიანი საქართველოს მასშტაბით ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის, „ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის“, ფარგლებში ტარდება. 

პროექტს DW Akademie მედიის განვითარების ფონდთან (MDF) და ადამიანის უფლებათა ცენტრთან (HRC) თანამშრომლობით ახორციელებს. მისი მიზანი საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება და ადამიანის უფლებების მხარდაჭერაა. ამ მიზნის მისაღწევად პროექტი საზოგადოებას აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება თუ მედიაწიგნიერება და რამხელა ზიანი მოაქვს დეზინფორმაციას.

პროგრამა 2025 წლის 1 სექტემბრამდე გაგრძელდება და მის ფარგლებში დეზინფორმაციაზე სხვა ტრენინგებიც ჩატარდება.

ტრენინგზე ჩაწერა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით: [email protected]

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,