ჯოზეფ ბორელი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ესტუმრა და ქვეყანაში მისი 15-წლიანი ყოფნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი
სექტემბერი 12, 2023

ჯოზეფ ბორელი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ესტუმრა და ქვეყანაში მისი 15-წლიანი ყოფნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი


8 სექტემბერს, საქართველოში ვიზიტის დროს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) დამკვირვებლებს შეხვდა და ქვეყანაში მისიის ყოფნის 15 წლისთავი აღნიშნა.

„გასული 15 წლის განმავლობაში ქვეყანაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნა ურყევად ადასტურებს ევროკავშირის მხრიდან მშვიდობისა და უსაფრთხოების გრძელვადიან მხარდაჭერას საქართველოსა და მთელ რეგიონში. 15 წლის განმავლობაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გადამწყვეტ როლს ასრულებდა რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფასა და დაძაბულობის შემცირებაში“, — აღნიშნა ბორელმა, — „ევროკავშირი კვლავაც ურყევად უჭერს მხარს რეგიონულ მშვიდობას და სტაბილურობას სამხრეთ კავკასიაში“.

უმაღლესმა წარმომადგენელმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, სოფელ ხურვალეთის მახლობლად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულირებაში მიიღო მონაწილეობა. ხურვალეთში ბორელი პირადად გაეცნო იმას, თუ რამდენად ზღუდავს მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას „ბორდერიზაციის“ სტრუქტურები — მათ შორის ღობეები, მავთულხლართები და სათვალთვალო კოშკები. მისიის დამკვირვებლებმა განმარტეს, რა გამოწვევებს ქმნის ის გარემოება, რომ ყოველი თვის პირველი ოცი დღის განმავლობაში სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მდებარე გადაკვეთის პუნქტები იხურება. 

„მე მქონდა შესაძლებლობა, მენახა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი და ადგილებზე გავსაუბრებოდი დაზარალებულ ადამიანებს. ეს კონფლიქტი ყველაზე ძვირად სწორედ ამ ადამიანებს უჯდებათ“, — დაწერა ჯოზეფ ბორელმა X-ზე (ყოფილი Twitter).

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,