IOM საქართველოს საზღვრის რისკების ანალიზის უნარებზე ევროკავშირის მხარდაჭერილ ტრენინგებს ატარებს
მარტი 15, 2024

IOM საქართველოს საზღვრის რისკების ანალიზის უნარებზე ევროკავშირის მხარდაჭერილ ტრენინგებს ატარებს


მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის“ (SAFE) პროგრამის ფარგლებში 2024 წლის თებერვალსა და მარტში ექვსი ტრენინგი ჩაატარა.

პროექტი, „საზღვრის ინტეგრირებული მართვის მხარდაჭერა საქართველოში“, მიზნად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) რეგიონულ დანაყოფებში  საზღვრის რისკების ანალიზის უნარების გაუმჯობესებას ისახავს.

ინიციატივა ხელს უწყობს საზღვრის რისკის ანალიზის საერთო სტანდარტების დანერგვას შსს-ის ისეთ დანაყოფებში, როგორებიცაა სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის, მიგრაციისა და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტები.

ბათუმში, ახალციხესა და თელავში ჩატარებული ტრენინგები შსს-ის ტაქტიკურ და ოპერაციულ დონეზე მომუშავე თანამშრომლების კომპეტენციების ამაღლებას ისახავდა მიზნად.  კურსის მონაწილეებმა შეისწავლეს სასაზღვრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მონაცემების მოპოვების, დამუშავების, ანალიზისა და შესაბამისი ანალიტიკური პროდუქტების მომზადების საკითხები.

ტრენინგის დროს გამოყენებული მეთოდოლოგია, რომელიც შსს-მ ახლახან დაამტკიცა, ევროკავშირის საერთო ინტეგრირებული რისკის ანალიზის მოდელს (CIRAM) ეფუძნება.

პროექტის ბიუჯეტი 8.2 მილიონი ევროა და ის „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულების და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის“ (SAFE) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. 2019 წლის დეკემბერში დაწყებული პროექტი მიზნად საქართველოს სასაზღვრო უწყებების სამართლებრივი, ინსტიტუციური და ოპერაციული შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს, რაც საქართველოსა და მთელ რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,