ინვესტირება ქალებში: როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი ქალების ბიზნესს
მარტი 8, 2024

ინვესტირება ქალებში: როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი ქალების ბიზნესს


იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოება სულ უფრო განიცდის კრიზისთა ზეწოლას, დღეს ისე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობა. მაშინ, როცა მსოფლიო 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, ქალთა და გოგოების უფლებების ცხოვრების ყველა სფეროში დაცვა და ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობა წარმატებული და სამართლიანი ეკონომიკის უზრუნველყოფის წინაპირობაა. 

გაერომ ქალთა საერთაშორისო დღის წლევანდელ თემად წარმოადგინა „ინვესტირება ქალებში: პროგრესის დაჩქარება“. ევროკავშირიც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ქალთა ეკონომიკური უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოებას და ქალთა მეწარმეობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანაში. ამ მიზნით ის აფინანსებს მრავალფეროვან პროექტებსა და ინიციატივებს, რომლებიც მეწარმე ქალებისთვის შესაძლებლობების შექმნაზე კონცენტრირდება. 

EU NEIGHBOURS east პროგრამამ ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი წლევანდელი კამპანიის ფარგლებში თავი მოუყარა ყველა შესაძლებლობას, რომელიც ხელმისაწვდომია მეწარმე ქალებისათვის აზერბაიჯანში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში. კერძოდ, შეიქმნა ფაქტების სერია, რომელშიც შეკრებილია ინფორმაცია თითოეულ ქვეყანაში ევროკავშირისა და მისი პარტნიორების დახმარებით ხელმისაწვდომ ტრენინგებზე, კონსულტაციებსა და ფინანსურ მხარდაჭერაზე. გარდა ამისა, მოთხრობილია ხუთი წარმატებული მეწარმე ქალის ისტორია იმაზე, თუ როგორ შეძლეს მათ საკუთარი ბიზნესის ევროკავშირის მხარდაჭერით განვითარება. 

ფაქტები

თქვენც შეგიძლიათ! როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი ქალთა მეწარმეობას საქართველოში

ისტორიები

ქალი გამომცემელი კაცებით დომინირებულ ინდუსტრიაში — გზა დიდი ოცნებისკენ



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,