გზა ევროკავშირის ბაზრისკენ: ქართული ბიზნესი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ესტონურ გამოცდილებას იყენებს
აპრილი 10, 2026

გზა ევროკავშირის ბაზრისკენ: ქართული ბიზნესი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ესტონურ გამოცდილებას იყენებს


მიდინარე წლის მარტში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივის მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგების ციკლი ქართული საწარმოების ევროპულ ბაზრებზე გასვლაში დასახმარებლად.

ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრთან (ESTDEV) და ესტონეთის ტრენინგებისა და განვითარების კომპანიასთან Visionest Institute პარტნიორობით შემუშავებული ეს ინიციატივა მცირე და საშუალო საწარმოებს ექსპორტის შესაძლებლობების გასფართოვებლად საჭირო ცოდნით, უნარებით და მენტორობით უზრუნველყოფს. 

ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 50-მდე მსმენელმა, მათ შორის –– აკადემიური და საგანმანათლებლო-ტექნოლოგიური (EdTech) პროგრამის მენეჯერებმა, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტებმა, აღმასრულებელმა დირექტორებმა, ბიზნესის მფლობელებმა და სხვა პროფესიონალებმა. ტრენინგები ფოკუსირებული იყო მომსახურების ექსპორტზე, მათ შორის განათლების და ტრენინგების, ასევე დიზაინისა და მარკეტინგის მიმართულებით. 

სპეციალურად შექმნილი პროგრამების –– „კრეატიული სერვისების ექსპორტის“ (Creative Services Export) და „განათლების ლიფტის“ (Education Elevator) საშუალებით მონაწილეებმა შეიტყვეს, თუ როგორ გააანალიზონ საკუთარი ბიზნეს-შეთავაზებები, განსაზღვონ და მიაწოდონ ინფორმაცია უნიკალური მომგებიანი შეთავაზებების შესახებ, და მოახდინონ საკუთარი თავის, როგორც კონკურენტუნარიანი ბიზნესის პოზიციონირება ევროკავშირის ბაზრებზე.  ტრენინგებე მსმენელებს ასევე მიაწოდეს პრაქტიკული ინსტრუმენტები საერთაშორისო კლიენტების მოსაზიდად და შესანარჩუნებლად.

პრაქტიკული სავარჯიშოები მოიცავდა ბიზნესსა და ბიზნესს შორის (B2B) ციფრულ კომუნიკაციას, სოციალური მედიის ოპტიმიზაციას, და ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებას ბიზნეს-ოპერაციების გაუმჯობესების და პროფესიული ქსელების გაფართოების მიზნით.

თოთხმეტი საუკეთესო კურსდამთავრებული საკუთარ საგანმანათლებლო გზას ინდივიდუალური მენტორული მხარდაჭერით გააგრძელებს.

მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა გააფართოვებენ ტრენინგებისა და ქოუჩინგის ინიციატივებს ექსპორტის პოტენციალის გამოვლინების  და ქართული მცირე და საშუალო საწარმოების მდგრადი ზრდის ხელშეწყობის მიზნით.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,