ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ჯგუფმა ციფრული ინსტრუმენტის – Green Checker – მოქმედების არეალი ევროკავშირის საზღვრებს გარეთ გააფართოვა. ეს გადაწყვეტილება საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორებს კლიმატისა და გარემოს მდგრადობის პროექტების დაგეგმვას, შეფასებასა და დაფინანსების მოზიდვას გაუმარტივებს.
განახლებული ინსტრუმენტი მორგებულია რეგიონულ ბაზრებზე, რაც ნიშნავს, რომ გამარტივებულია მონაცემთა შეყვანის პროცესი, ხოლო პარამეტრები ადგილობრივ პირობებს ასახავს. ინსტრუმენტი უკვე ხელმისაწვდომია კავკასიისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, მოლდოვაში, სომხეთსა და უკრაინაში.
Green Checker-ის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია, მარტივად და ეტაპობრივად გაიაროს პროექტის გარემოსდაცვითი ეფექტიანობის შეფასების პროცესი და განსაზღვროს, რამდენად შეესაბამება ის EIB-ის მწვანე დაფინანსების კრიტერიუმებს. ინსტრუმენტი აგენერირებს თითოეულ მომხმარებელზე მორგებულ ანგარიშებს ისეთი კლიმატური სარგებლის შესაფასებლად, როგორიცაა, მაგალითად, მოსალოდნელი ენერგოდაზოგვა და ემისიების შემცირება, რის შემდეგაც ადასტურებს პროექტის შესაბამისობას ევროკავშირის ტაქსონომიასა და EIB-ის კლიმატის სტანდარტებთან.
მართალია, Green Checker უპირველესად შექმნილია ფინანსური შუამავლებისთვის, როგორებიცაა კომერციული ბანკები, სალიზინგო კომპანიები და ეროვნული საფინანსო ინსტიტუტები, თუმცა ის უფასო და საჯაროდ ხელმისაწვდომია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ინსტრუმენტის გამოყენება ასევე შეუძლიათ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, მცირე საჯარო უწყებებს და ინდივიდუალურ მომხმარებლებს პროექტების შესაფასებლად და მწვანე დაფინანსების შესაძლებლობებზე წვდომის მისაღებად.
Green Checker გლობალურად 11 ნოემბერს ბრაზილიის ქალაქ ბელემში გაეროს კლიმატის ცვლილების 30-ე კონფერენციაზე (COP30) ამუშავდა. ეს სიახლე ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ საინვესტიციო დღის წესრიგის ფარგლებში ბანკის მიერ მწვანე ფინანსების ასწრაფებულად განვითარების მხარდაჭერის ნაწილს წარმოადგენს.
„EIB გლობალი“ EIB ჯგუფის განშტოებაა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორობებისა და განვითარების ფინანსების გავლენის გაზრდას ისახავს მიზნად.
„გლობალური კარიბჭის“ სტრატეგია ახორციელებს „ევროპის გუნდის“ მიდგომას, რომელიც ევროკავშირს, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და ევროპის განვითარების ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს. ერთად მათ მიზნად აქვთ 2021-2027 წლებში საჯარო და კერძო ინვესტიციების სახით 300 მილიარდამდე ევროს მობილიზება, თანასწორი კავშირების შექმნა და გლობალური საინვესტიციო უთანასწორობის აღმოფხვრა.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,