10 დეკემბერს ევროკავშირის საბჭომ „გლობალური კარიბჭის“ 2026 წლის საფლაგმანო პროექტების სია დაამტკიცა, რაც დღეისთვის 256 ინიციატივას მოიცავს.
ეს საფლაგმანო პროექტები მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, ციფრულ, კლიმატისა და ენერგიის, ტრანსპორტის, ჯანდაცვის, განათლებისა და კვლევის სფეროებში ხორციელდება.
წინა წლისგან განსხვავებით, 2026 წლის სიაში ახალი საფლაგმანო პროექტები არ მოხვედრილა. სანაცვლოდ, ის საფლაგმანო პროექტების არსებულ პორტფოლიოზე კონცენტრირდება, განამტკიცებს და სისტემურ სახეს აძლევს მას, რათა „უკეთ გამოიკვეთოს ‘გლობალური კარიბჭის’ გავლენა და ხელი შეეწყოს მისი პროგრესის მეტად ეფექტიან მონიტორინგს“, ვკითხულობთ ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზში.
პროექტების სია მოიცავს „რეგიონულ – აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის ციფრული დაკავშირებულობის წყალქვეშა ციფრული კაბელის“ პროექტს საქართველოსა და სომხეთისთვის და „ევროკავშირი-უკრაინის სოლიდარობის გზებისა“ და „კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლი მასალების შესწავლის მექანიზმის“ პროექტებს, რომლებშიც მოლდოვა და უკრაინა მონაწილეობენ.
საქართველოში „გლობალური კარიბჭე“ მხარს უჭერს შავი ზღვის დაკავშირებულობის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტს, რომლის მიზანსაც სამხრეთ კავკასიიდან ევროკავშირში მწვანე ენერგიის ექსპორტირება შეადგენს.
ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგია ხელს უწყობს საჯარო და კერძო ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, მწვანე ენერგიაში, განათლებასა და კვლევაში, რათა მსოფლიოს მასშტაბით და პარტნიორ ქვეყნებთან ახლო თანამშრომლობით დაეხმაროს მდგრად განვითარებას.
ინიციატივის თავდაპირველი მიზანი 2021-2027 წლებში მსოფლიოს მასშტაბით 300 მილიარდ ევრომდე ოდენობის ინვესტიციების მობილიზება იყო. 2025 წლის ოქტომბერში ევროკომისიამ განაცხადა, რომ ეს მიზანი მიღწეულია, ხოლო ახალ მიზნად 2027 წლისთვის 400 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციების მობილიზება დაისახა.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,