Global Gateway: ევროკავშირი მსოფლიოს გარშემო კავშირების გამყარებას 300 მილიარდამდე ევროს მოახმარს
დეკემბერი 2, 2021

Global Gateway: ევროკავშირი მსოფლიოს გარშემო კავშირების გამყარებას 300 მილიარდამდე ევროს მოახმარს


1 დეკემბერს ევროკომისიამ აამოქმედა Global Gateway — ახალი ევროპული სტრატეგია ჭკვიანი, სუფთა და უსაფრთხო კავშირების განვითარებისთვის  მთელ მსოფლიოში. პროგრამა კონცენტრირდება ციფრული, ენერგეტიკის, სატრანსპორტო, ჯანდაცვის, განათლების და კვლევითი სისტემების გაძლიერებაზე.

Global Gateway 2021-2027 წლებში ინვესტიციების სახით 300 მილიარდამდე ევროს მოუყრის თავს, რათა გლობალურ აღდგენას ევროკავშირის პარტნიორების მოთხოვნების და საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით შეუწყოს ხელი.

ევროპის გუნდის მიდგომის საშუალებით, Global Gateway-ს ფინანსურად მხარს დაუჭერს თავად ევროკავშირი, მისი წევრი ქვეყნები და ამ ქვეყნების ფინანსური და განვითარების ორგანიზაციები — მათ შორის,  ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. ამასთან, ინიციატივა ტრანსფორმაციული ზემოქმედებისთვის ინვესტიციების მობილიზების მიზნით კერძო სექტორსაც დაიხმარს. ევროკავშირის წარმომადგენლობები პარტნიორ ქვეყნებში Global Gateway-ს პროექტების დაგეგმვისა და კოორდინაციის კუთხით გადამწყვეტ როლს შეასრულებენ.

„გლობალური კავშირები ევროკავშირისთვის მისი სამეზობლოდან იწყება. ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმები, რომლებიც დასავლეთ ბალკანეთში და აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოში ახლახან ავამოქმედეთ, სწორედ კავშირებზეა დამყარებული“, — აღნიშნა ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელიმ, — „ჩვენს პარტნიორებთან ერთად შემუშავებული ეს გეგმები ევროკავშირის მეზობელ რეგიონებში Global Gateway-ს სტრატეგიის განხორციელებას ამავე კომისიის მანდატის ფარგლებში დაიწყებენ“.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,