ევროპულმა საბჭომ საქართველოს შესახებ დასკვნები მიიღო
ოქტომბერი 18, 2024

ევროპულმა საბჭომ საქართველოს შესახებ დასკვნები მიიღო


17 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოზე დასკვნები მიიღეს. 

ევროკავშირის ლიდერებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის ქმედებათა გამო, რომლებიც „ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს“,  – ნათქვამია ევროპული საბჭოს პრესრელიზში. 

შესაბამისად, ევროკავშირის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმების გატარების მნიშვნელობას. მათ ქვეყნის მთავრობას ასევე მოუწოდეს, უზრუნველყოს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება და საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის არჩევნების მიმდინარეობის პროცესზე შეუფერხებელი წვდომა. 

„ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე. ევროკავშირი ასევე აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და ერთგულობს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას“,  – ვკითხულობთ პრესრელიზში.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,