ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო / ევროპა ნოსტრას ჯილდო: პროექტი საქართველოდან გამარჯვებულთა შორისაა
ივნისი 5, 2024

ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო / ევროპა ნოსტრას ჯილდო: პროექტი საქართველოდან გამარჯვებულთა შორისაა


30 მაისს ევროკომისიამ და ევროპა ნოსტრამ შემოქმედებითი ევროპის პროგრამისა და ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდოს / ევროპა ნოსტრას ჯილდოს 2024 წლის გამარჯვებულები გამოაცხადეს. წელს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო 18 ქვეყნის 26 წარმომადგენელს გადაეცა. გამარჯვებულთა შორის ქართული პროექტიც მოხვდა. 

ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო / ევროპა ნოსტრას ჯილდო ევროკომისიამ 2002 წელს დააარსა და მას მერე კონკურსს ევროპა ნოსტრა მართავს. კონკურსი ავლენს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციისა და გაუმჯობესების საუკეთესო პრაქტიკას, ხელს უწყობს ევროპის მასშტაბით ცოდნის გაზიარებას, ზრდის ევროპის კულტურული მემკვიდრეობისადმი მოსახლეობის ინფორმირებას და აქეზებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ახალ-ახალ ინოვაციურ მიდგომებს. 

პროექტი, „მოქალაქეთა მიერ ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია“ (ახიელი, საქართველო), „მოქალაქეთა ჩართულობისა და ცნობიერების ამაღლების“ კატეგორიის შვიდ გამარჯვებულს შორის მოხვდა.

სამი წლის განმავლობაში საქართველოსა და სხვა ქვეყნების 46 მოქალაქე ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციაზე ტექნიკური სფეროს ექსპერტებისა და ტრადიციული ხელობის მცოდნეთა მხარდამხარ მუშაობდა. პროექტმა ევროპული კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტში ქართული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის გამოკვეთას შეუწყო ხელი. 

კულტურული მემკვიდრეობის მხარდამჭერებსა და ენთუზიასტებს უკვე შეუძლიათ, გაეცნონ კონკურსის გამარჯვებულებს  და ონლაინ მისცენ ხმა 2024 წლის ხალხის რჩეულ პროექტს. ხმის მიცემა 22 სექტემბრამდეა შესაძლებელი. 

გამარჯვებულებს 2024 წლის 7 ოქტომბერს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მდებარე საკონცერტო დარბაზში, რუმინულ ატენეუმში დააჯილდოებენ. გრანპრის ლაურეატებსა და ხალხის რჩეულის ჯილდოს მფლობელს 10,000 ევროს ოდენობის პრიზები გადაეცემათ. 

კულტურული მემკვიდრეობის ჯილდოს / ევროპა ნოსტრას ჯილდოს 2025 წლის კონკურსი 2024 წლის შემოდგომაზე გამოცხადდება. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

შემოქმედებითი ევროპა

მოქალაქეთა მიერ ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია, ახიელი, საქართველო



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივნისი 14, 2024

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ბოლო მოუღოს დაშინების, მუქარის და ფიზიკური თავდასხმების შემთხვევებს

ივნისი 13, 2024

Shape your future: ადგილი, სადაც ევროკავშირის შესაძლებლობებს, მხარდაჭერასა და ინსპირაციას იპოვი  

ივნისი 11, 2024

ევროკავშირი არ აღიარებს ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს“ სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონში

ივნისი 11, 2024

ხეების დარგვა და წყლის ხარისხის შემოწმება: EUMM გარემოს მსოფლიო დღეს ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად აღნიშნავს

ივნისი 5, 2024

საქართველომ, სომხეთმა და მოლდოვამ სახელმწიფოთაშორისი ელექტრონული იდენტიფიკაციის საპილოტე პროექტში მიიღეს მონაწილეობა


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,