ევროპის საინვესტიციო ბანკმა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზებისთვის საქართველოს 106.7 მილიონი ევრო გამოუყო
ივლისი 19, 2021

ევროპის საინვესტიციო ბანკმა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზებისთვის საქართველოს 106.7 მილიონი ევრო გამოუყო


ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) საქართველოს მთავრობას ქვეყნის მთავარი საგზაო არტერიის — აღმოსავლეთ-დასავლეთის (E60) ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზებისთვის დამატებით 106.7 მილიონი ევრო გამოუყო.

ევროკავშირის ბანკიდან მიღებული სესხით დაფინანსდება ორი მონაკვეთის განახლების სამუშაოები: ალგეთსა და სადახლოს შორის  მდებარე 30-კილომეტრიანი მონაკვეთი და რუსთავსა და წითელ ხიდს შორის არსებული 32 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთი. ამ ორი განახლებული მონაკვეთით ავტომაგისტრალი სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებამდე გაგრძელდება.

მოდერნიზაციის შედეგად ავტომაგისტრალზე გაიზრდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, შემცირდება მგზავრობისა და სატრანსპორტო საშუალების  საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების ხარჯები და გაძლიერდება საქართველოს ეკონომიკური და ტერიტორიული ერთობა. ამასთან, გაუმჯობესდება და გაადვილდება კავშირები სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

„ქვეყნისა და რეგიონისთვის ახალი სავაჭრო შესაძლებლობების შექმნით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი  საქართველოს სარგებელს ათწლეულების განმავლობაში მოუტანს“, — აღნიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობაზეა პასუხისმგებელი, — “ეს ინვესტიცია ასევე ხელს შეუწყობს ევროპის გუნდის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დაეხმაროს საქართველოს, სწრაფად დაძლიოს COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისი. აღნიშნული ინვესტიცია ემატება იმ 170 მილიონ ევროს, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასახმარებლად და ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად მხოლოდ 2020 წელს გამოყო“.

ამ დროისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის მთლიანობაში დაახლოებით 1 მილიარდი ევრო აქვს გამოყოფილი. ეს ბანკის მიერ ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების თითქმის ნახევარია.

დასრულების შემდეგ, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი არსებული სატრანსპორტო კავშირების უფრო სწრაფი და უსაფრთხო ალტერნატივა გახდება და საქართველოს ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელში (TEN-T) ჩართავს. ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელი მოიცავს მთელ ევროკავშირს და აძლიერებს ამ სივრცის სოციალურ, ეკონომიკურ და ტერიტორიულ ერთობას. მისი გაფართოებული ქსელები კი, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებს ანალოგიური სარგებლის მიღების შესაძლებლობას აძლევს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივნისი 4, 2026

ევროკავშირისა და გაეროს მხარდაჭერით საქართველო ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს აფართოებს

მაისი 26, 2026

ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

მაისი 8, 2026

ევროპის პოლიტიკური საზოგადოება ერევანში: „ეს სამიტი სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში, როგორც მშვიდობის სამიტი კავკასიაში“,  ანტონიუ კოშტა

აპრილი 30, 2026

ევროკავშირი აქვეყნებს განმარტებით დოკუმენტს შესვლა-გასვლის სისტემასა (EES) და ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემას (ETIAS) შორის არსებული ძირითადი განსხვავებების შესახებ: რა უნდა იცოდნენ მგზავრებმა

აპრილი 30, 2026

ევროკავშირი წევრობას არავის აიძულებს, განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,