ევროპის საინვესტიციო ბანკი პანდემიის საპასუხოდ ქართული ბიზნესების მხარდაჭერას აფართოებს
მარტი 4, 2021

ევროპის საინვესტიციო ბანკი პანდემიის საპასუხოდ ქართული ბიზნესების მხარდაჭერას აფართოებს


ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და ლიბერთი ბანკი საქართველოს მიკრო-, მცირე და საშუალო სიდიდის საწარმოებისთვის დახმარების გაზრდაზე შეთანხმდნენ. ისინი ამჟამად არსებულ საკრედიტო ხაზ დამატებით 2.5 მილიონი ევროთი გააფართოებენ, რაც ჯამურად 17.5 მილიონი ევროს ოდენობის პაკეტშეადგენს. 

დახმარების მიზანი საქართველოს მიკრო-, მცირე და საშუალო საწარმოების მხარის დაჭერა, სამუშაო ადგილების შექმნა-შენარჩუნება და პანდემიის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკური აღდგენის სტიმულირებაა.

საკრედიტო ხელშეკრულებისთვის ხელის მოწერას საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელიც დაესწრო.

„დღეს ევროპის საინვესტიციო ბანკმა გაზარდა კრედიტების მოცულობაც და მათი მიმზიდველობაც მიკრო-, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის. ეს არის პირველი კრედიტი, რომელიც ჩვენს პარტნიორს საქართველოში ადგილობრივ ვალუტაში გადაეცა“, — განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა, ვერნერ ჰოიერმა, — „ჩვენ COVID-19-ის კრიზისიდან საქართველოს გამოსაყვანად მხოლოდ გასულ წელს 170 მილიონი ევრო გამოვყავით. ამ თანხიდან 70 მილიონი ევრო კრედიტების სახით მიკრო-, მცირე და საშუალო საწარმოებს გადაეცათ, ხოლო 100 მილიონი ევრო ეროვნული ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებას მოხმარდა“.

საკრედიტო ბიუჯეტის ზრდასთან ერთად გამოიყო 450,000 ევროც, რომელიც ტექნიკურ მხარდაჭერას მოხმარდება. ამ გზით ლიბერთი ბანკი მიკრო-, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის განკუთვნილი შეთავაზებების გაუმჯობესებასა და გაფართოებას შეძლებს.

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას 2007 წლიდან უჭერს მხარს. ადგილობრივი ეკონომიკისთვის მის მიერ გაწეული დახმარება დღეისათვის 1.85 მილიარდ ევროს შეადგენს. ევროკავშირის ბანკის საქმიანობით საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტები 1 მილიარდი ევროთი დაფინანსდა; მიკრო-, მცირე და საშუალო საწარმოებსა და საშუალო საბაზრო კაპიტალიზაციის კომპანიებს 290 მილიონი ევრო გამოეყო; მუნიციპალურ ინფრასტრუქტურებს 280 მილიონი ევრო ერგო; ხოლო მწვანე ენერგეტიკულ პროექტებს 23.5 მილიონი ევრო მოხმარდა.

ქვეყნის COVID-19-ის კრიზისისგან აღდგენისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გაწეულმა დახმარებამ 2020 წელს 170 მილიონი ევრო შეადგინა. დღეისათვის ევროკავშირის ბანკს ქართულ ბიზნესში საკრედიტო ხაზების სახით 290 მილიონ ევროზე მეტი აქვს ინვესტირებული. ამ დახმარების საფუძველზე ქვეყანაში 54,000 სამუშაო ადგილია შექმნილი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,