ევროპის საინვესტიციო ბანკი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების და სამედიცინო აპარატურის შესაძენად საქართველოს 50 მილიონ ევროს გამოუყოფს
ივნისი 25, 2021

ევროპის საინვესტიციო ბანკი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების და სამედიცინო აპარატურის შესაძენად საქართველოს 50 მილიონ ევროს გამოუყოფს


ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) საქართველოს მთავრობას COVID-19-ის პანდემიასთან გამკლავების მიზნით 50 მილიონი ევრო გამოუყო. თანხა COVAX პლატფორმის საშუალებით ვაქცინების და იმ  სამედიცინო მოწყობილობის შესყიდვას მოხმარდება, რომელიც  კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მკურნალობისთვისაა საჭირო.

 „აღნიშნული თანხა მოგვცემს შესაძლებლობას, ვაქცინების შესყიდვის, სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისა და COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალისა და საავადმყოფოების დასახმარებლად თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობის შეძენის გზით, აქტიურად შევებრძოლოთ პანდემიას“, — განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

ეს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი მეორე ყველაზე დიდი თანხაა. ის იმ 100 მილიონი ევროს ოდენობის პაკეტის ნაწილია, რომელიც ბანკმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემას COVID-19-ის პანდემიასთან გასამკლავებლად შესთავაზა.

მხოლოდ 2020 წელს ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფმა პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლის პროცესის დასაჩქარებლად საქართველოს 210 მილიონი ევროს ოდენობის სესხები და გარანტიები გამოუყო. ეს პაკეტი მოიცავს 100 მილიონ ევროს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად და 110 მილიონ ევროს, რომელიც საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებს ადგილობრივი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის სესხების უზრუნველსაყოფად გადაეცა.

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს ჯანდაცვის სექტორისთვის 2020 წელს გაწეული მხარდაჭერით უკვე შესაძლებელი გახდა ქვეყნის მასშტაბით ხუთი წამყვანი საავადმყოფოს მოდერნიზება და თანამედროვე სამედიცინო აპარატურის შესყიდვა. ამასთან, ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებს მიეცათ შესაძლებლობა, შეექმნათ ახალი საკრედიტო ხაზები ადგილობრივი კომპანიებისთვის ლიკვიდურობის პრობლემების მოგვარების, სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და საკუთარი ინვესტიციების თუ გაფართოების გეგმების დაფინანსების მიზნით.
საქართველოს ეკონომიკის სწრაფად აღდგენის მიზნით, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფში შემავალი ევროპის საინვესტიციო ფონდიდან გარანტიების სახით დამატებით 250 მილიონი ევროც გამოიყოფა. გარანტიები უზრუნველყოფილია ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროკომისიის ერთობლივი ინიციატივის, InnovFin-ის საშუალებით, რომლის მიზანიც ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებში  ინოვაციური მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაა

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,