ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს თურქეთსა და კავკასიაში ახალი მმართველი დირექტორი ჰყავს
ივნისი 18, 2024

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს თურქეთსა და კავკასიაში ახალი მმართველი დირექტორი ჰყავს


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ელიზაბეტა ფალჩეტი თურქეთსა და კავკასიის რეგიონში ახალ მმართველ დირექტორად დანიშნა. ის ახალი მოვალეობების შესრულებას 1 აგვისტოს შეუდგება.

ელიზაბეტა ფალჩეტის ამჟამად პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში რეგიონული ხელმძღვანელის პოსტი უკავია. თურქეთში ახლანდელი მმართველი დირექტორი კი არვიდ ტიურკნერია, რომელიც ახლახან დაინიშნა ბანკის მმართველ დირექტორად უკრაინასა და მოლდოვაში და თავისი მოვალეობების შესრულებას ივნისის დასაწყისში შეუდგა. 

EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა საბანკო საკითხებში, მატეო პატრონემ მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა: „ელიზაბეტა თავის ახალ პოსტს ლიდერის და ადამიანური რესურსების მართვის საგულისხმო გამოცდილებით გაამდიდრებს. გარდა ამისა, მას EBRD-ის სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების შედეგად ბიზნესის წარმოების და შედეგების მიღწევის დადასტურებული გამოცდილებაც მოეპოვება“. მან დასძინა, რომ ფალჩეტი გააუმჯობესებს ბანკის საქმიანობას თურქეთში და „ძალზე მნიშვნელოვან“ კავკასიის რეგიონში.

„ჩვენი ყოველწლიური შეხვედრა წელს ერევანში ჩატარდა და ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა კავკასიის პოტენციალი”, — განაცხადა ელიზაბეტა ფალჩეტიმ, — „ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის კერძო სექტორის მხარდაჭერით და ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარებით, რაც ინვესტიციებითა და რეფორმების საკითხებზე პოლიტიკური დიალოგის გზით  მოხდება“.

დღეისათვის ბანკის საერთო ინვესტიციების მოცულობა საქართველოში 5.3 მილიარდ ევროს შეადგენს, აზერბაიჯანში — 3.7 მილიარდ ევროს, ხოლო  სომხეთში — 2.4 მილიარდ ევროს.  

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,