ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს კავკასიაში ახალი დირექტორი ჰყავს
სექტემბერი 5, 2023

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს კავკასიაში ახალი დირექტორი ჰყავს


1 სექტემბრიდან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ ხელმძღვანელად კავკასიაში ალკის ვრიენიოს დრაკინოსი დაინიშნა. საქართველოში, აზერბაიჯანსა და  სომხეთში ბანკის ოპერაციებს ის თბილისის ოფისიდან უხელმძღვანელებს.

დრაკინოსი ამ სამი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარების მიზნით მჭიდროდ ითანამშრომლებს მთავრობის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ მხარეებთან. ის, ამასთან, ინვესტიციების, რეფორმებზე პოლიტიკური დიალოგის წარმართვის, მცირე ბიზნესის დაფინანსებისა თუ მათთვის საკონსულტაციო სერვისების მიწოდების საშუალებით შეუწყობს ხელს კერძო სექტორისა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებას.

„მოხარული ვარ, რომ კავკასიაში დავბრუნდი და მოუთმენლად ველი ამ საინტერესო მოვალეობის შესრულების დაწყებას, რეგიონში ჩემს წინა გამოცდილებასა და EBRD-თან მუშაობის სტაჟზე დაყრდნობით“, — აღნიშნა დრაკინოსმა, — „კავკასიის მხარდაჭერა ბანკის მთავარი პრიორიტეტია. რეგიონს შემდგომი განვითარებისა და გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციის დიდი პოტენციალი აქვს და მოხარული ვარ, რომ მექნება საშუალება, EBRD-ის ადგილობრივ თანამშრომლებთან ერთად ხელშესახები წვლილი შევიტანო ამ ქვეყნების ეკონომიკურ წარმატებაში“.

ეროვნებით ბერძენი ალკის ვრიენიოს დრაკინოსი EBRD-ში 1993 წლიდან მუშაობს. 1998 წელს ის სომხეთის სათავო ოფისის ხელმძღვანელი გახდა. 2017 წელს კი დრაკინოსი EBRD-ის უზბეკეთის ოფისის ხელმძღვანელად დანიშნეს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,