ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრი საქართველოსთან ორმხრივი ტექნიკური თანამშრომლობის პროექტს იწყებს
მაისი 7, 2021

ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრი საქართველოსთან ორმხრივი ტექნიკური თანამშრომლობის პროექტს იწყებს


ევროპის ნარკოტიკების და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრმა (EMCDDA) 3 მაისს საქართველოსთან პირველი ორმხრივი ტექნიკური თანამშრომლობის პროექტი დაიწყო. პროექტის მიზანი  ნარკომანიასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის და უსაფრთხოების საკითხებზე ეროვნული რეაგირების გაუმჯობესებაა. პროექტი, EMCDDA4Georgia, უპირველეს ყოვლისა, ნარკომანიის მონიტორინგის, ანგარიშგების, პრევენციის და მკურნალობის სფეროებში ცოდნის გაზიარებასა და კომპეტენციის ამაღლებაზე იქნება ფოკუსირებული.

ახალი პროექტი სააგენტოს ქართველ პარტნიორებს უკეთ გააცნობს ნარკოტიკული საშუალებების შესახებ არსებულ ევროკავშირის საინფორმაციო სისტემას, მის მეთოდოლოგიას და ინსტრუმენტებს. ის ასევე გაუზიარებს გამოცდილებას ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლის სფეროში. გარდა ამისა, პროექტი ახლადშექმნილ ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნულ ცენტრსაც დაუჭერს მხარს.

EMCDDA4GE საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ზედამხედველობით განხორციელდება. პროექტი, ამასთან, მჭიდროდ ითანამშრომლებს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურთან (EEAS), ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორატთან (DG NEAR) და ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალურ დირექტორატთან (DG HOME).

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,