ევროპის იმუნიზაციის კვირეული: ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად კამპანია დაიწყო
აპრილი 25, 2023

ევროპის იმუნიზაციის კვირეული: ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად კამპანია დაიწყო


23-29 აპრილს, ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დაავადებების პრევენციისათვის ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობს. ინიციატივა WHO-სა და ევროკავშირის პარტნიორული პროექტის, „ვაქცინაცია სიცოცხლეს გვინარჩუნებს — აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდებისა და ვაქცინაციის მხარდაჭერა“, ფარგლებში ხორციელდება. 

წლევანდელი იმუნიზაციის კვირეული საფუძველს ჩაუყრის ერთწლიან კამპანიას, რომელიც გამოკვეთს ისეთ დაავადებებზე აცრის მნიშვნელობას, როგორიცაა პოლიომიელიტი, წითელა თუ ყვავილის ვირუსი. მსგავსი კამპანია განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როცა პანდემიის გამო იმატა იმის რისკმა, რომ ადამიანებმა რუტინული ვაქცინაციები გადადონ ან გამოტოვონ. ამას გარდა, ინიციატივის მიზანია, რომ მაღალი რისკის ქვეშ მყოფმა ადამიანებმა COVID-19-ის ბუსტერის დოზები მიიღონ. 

ევროკავშირი და WHO-ს ევროპის ოფისი საერთო პროგრამებს ამჟამად აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში — აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში — ახორციელებენ. ეს რეგიონული პროგრამა ისეთი გლობალური და რეგიონული სოლიდარობის ინიციატივების ნაწილია, როგორიცაა WHO-ს ხელმძღვანელობით მოქმედი COVAX-პლატფორმა და ევროკავშირის ვაქცინების გაზიარების მექანიზმი, რომელთა მიზანიც აღნიშნულ ქვეყნებში ვაქცინების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. 

პროგრამების მოქმედების არეალი მოიცავს ლოგისტიკურ დაგეგმარებასა და კოორდინაციას, რისკის კომუნიკაციასა და საზოგადოების ჩართულობას, ვაქცინაციის კამპანიებში ჩართული სამედიცინო პერსონალის ტრენინგს და ვაქცინების მიწოდების ჯაჭვის მართვის მხარდაჭერას. ამ ქმედებებს მოჰყვება ვაქცინაციის მონაცემთა ეფექტიანი შეკრება და  ვაქცინაციის პროცესის უსაფრთხოების მონიტორინგი, რაც ზოგადად რუტინული იმუნიზაციის სისტემებს განამტკიცებს.

საქართველოში პროექტმა იმუშავა სასულიერო ლიდერებთან მათ თემებში COVID-19-ის საწინააღმდეგო და რუტინული აცრების წასახალისებლად. 

დამატებითი ინფორმაცია

ვაქცინაცია სიცოცხლეს გვინარჩუნებს — აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდებისა და ვაქცინაციის მხარდაჭერა

ევროპის იმუნიზაციის კვირეული



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,