ევროპის განათლების ფონდის 2024 წლის სამუშაო პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება კანდიდატ ქვეყნებს დაეთმობა
UNDP
დეკემბერი 1, 2023

ევროპის განათლების ფონდის 2024 წლის სამუშაო პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება კანდიდატ ქვეყნებს დაეთმობა


ევროპის განათლების ფონდმა (ETF) 2024 წლის სამუშაო პროგრამის დამტკიცებაზე თანხმობა მიიღო. სტრატეგიული გეგმის დამამტკიცებელ მმართველ საბჭოში შედიოდნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ევროკომისიის წარმომადგენლები და დამკვირვებლები ევროპარლამენტიდან. 

ETF-ის 2024 წლის სამუშაო პროგრამაში პრიორიტეტი პარტნიორ ქვეყნებს ენიჭებათ — განსაკუთრებით კი კანდიდატ ქვეყნებს და მათ, ვისაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ორმხრივი შეთანხმებები აქვთ დადებული. ამ ქვეყნების რიცხვში საქართველოც მოიაზრება. 

გეგმის მიხედვით, სასწრაფოდ მოსაგვარებელი სფეროებია გაციფრულება და ინოვაცია განათლებაში, მწვანე უნარების განვითარება, გენდერული თანასწორობა და სოციალური ინკლუზია. 

ამას გარდა, ETF აქტიურად ჩაერთვება ბიუჯეტით გაუთვალისწინებელ ისეთ პროექტებში, როგორიცაა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამა. ამ გზით ETF სპეციფიკური რეგიონული საჭიროებების მოგვარებას შეძლებს და მეტად ფართო მასშტაბზე შეუწყობს ხელს უნარების განვითარებას.

„მომდევნო წელს ჩვენ დაარსებიდან 30-ე წლისთავს აღვნიშნავთ და გამოვიყენებთ ამ პერიოდში დაგროვილ გამოცდილებას. ჩვენ გავაგრძელებთ განათლების სფეროს მაღალხარისხიან მონიტორინგსა და ანალიზს, სასწავლო სისტემების შეთავაზებას და უნარების განვითარებასა და სამოქმედო კურსზე რჩევების მიწოდებას, რათა რაც შეიძლება ფართოდ და ეფექტიანად გავავრცელოთ ETF-ის ექსპერტიზა. პარტნიორებთან მუშაობა და გეოპოლიტიკური გარემოს სულ უფრო მზარდი სიმყიფის გათვალისწინება ჩვენი მიდგომის საკვანძო ნაწილია“, — განაცხადა ETF-ის დირექტორმა, პილვი ტორსტიმ.

დამატებითი ინფორმაცია 

პრესრელიზი 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,