ევროპის დღე: ევროკავშირმა და გაეროს სააგენტოებმა ჰაერის დაბინძურების გამზომი მობილური ლაბორატორია გახსნეს
მაისი 15, 2024

ევროპის დღე: ევროკავშირმა და გაეროს სააგენტოებმა ჰაერის დაბინძურების გამზომი მობილური ლაბორატორია გახსნეს


თბილისში, „ექსპო ჯორჯიაში“ ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების ფარგლებში, ევროკავშირმა და გაეროს სამმა სააგენტომ საქართველოს გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ჰაერის დაბინძურების გამზომი მობილური ლაბორატორია გახსნეს.

ბავშვებს და უფროსებს მიეცათ საშუალება, დაეთვალიერებინათ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორია, რომელიც იკვლევს ჰაერის დაბინძურების ხარისხს და მონაცემებს პირდაპირ გარემოს ეროვნულ სააგენტოს გადასცემს.

მობილური ლაბორატორია პროგრამის, „ჰაერის ხარისხი მოქალაქეთა უკეთესი ჯანმრთელობისთვის“, მიერ ამოქმედდა. პროგრამის მიზანია, გააუმჯობესოს  ჰაერის ხარისხის მონიტორინგი და ანალიზი. ამ პროცესში კი განსაკუთრებული ყურადღება სამრეწველო გამონაბოლქვის რეგულირებას ეთმობა. 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამას გაეროს სამი სააგენტო — გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის (UNECE) — ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტოსთან (UBA) თანამშრომლობით ახორციელებს. 

ინიციატივა მიზნად ისახავს ჰაერის ხარისხის მართვის ზონებში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაუმჯობესებას. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ისეთ ტერიტორიებს, როგორიცაა ჭიათურა, სადაც მანგანუმის ღია კარიერული მოპოვების გამო მანგანუმის შემცველი მტვრის “ტოქსიკური” დონე მაღალია. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,